თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მუზეუმი.jpg


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმები – მოიცავს 7 სხვადასხვა პროფილის მუზეუმს: უნტის არქეოლ., გეოგრ., ზოოლ., ისტორიის, მინერალოგიის, პალეონტოლ. და ქართ. ემიგრაციის მუზეუმებს. არქეოლ. მუზეუმი – დაარსდა 1967 ო. ჯაფარიძის მიერ შექმნილი არქეოლ. კაბინეტის ბაზაზე. მდიდარ და მრავალფეროვან ფონდებში წარმოდგენილია არქეოლ. ექსპონატების კოლექციები, რ-ებიც მოიცავს პერიოდს ქვის ხანიდან გვიანდ. შუა საუკუნეებამდე. გეოგრ. მუზეუმი – დაარსდა 1958 გეოგრ.გეოლ. ფაკტზე, რიც თანდათან ივსებოდა გეოგრ. საზბის მიერ გადმოცემული მასალებით. ფონდში დაცულია ს.ს. ორბელიანის კუთვნილი მსოფლიო ატლასი, ა. ჯავახიშვილის მიერ შექმნილი საქართვ. რელიეფური რუკა და სხვა მხარეთა რელიეფური რუკები, უნიკალური ფოტომასალა, კულტ.ისტ. ღირებულების მქონე კარტოგრაფიული მასალა და სხვ. ზოოლ. მუზეუმი – დაარსდა 1946 და მოიცავს 5000-მდე ექსპონატს: უნიკალურ მარჯნის პოლიპებს, პეპლებს, ხოჭოებს, მოლუსკებს, ამფიბიებს, ქვეწარმავლებს, ძუძუმწოვრებს და სხვ. მუზეუმში წარმოდგენილ ფრინველთა კოლექცია უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი მთლიანად ასახავს საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას. ისტ. მუზეუმი – დაცულია თსუის დაფუძნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ხელნაწერები, ფოტომასალა, რარიტეტული გამოცემები, უნტის დამაარსებელთა მემორიალური ნივთები, პროფესორთა პირადი ფონდები, საიუბილეო საჩუქრები, ფერწერული ნამუშევრები (ი. ფარჯიანის, ლ. ჭოღოშვილის, ე. კალანდაძისა და სხვათა ტილოები). მინერალოგიის მუზეუმი – 1919 დააარსა ა. თვალჭრელიძემ. იგი კოლექციების უნიკალურობით და მრავალფეროვნებით ერთადერთია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრ. კავკასიაში. მუზეუმში დაცულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საბჭოთა კავშირისა და ევრ. ქვეყნებიდან, აგრეთვე კერძო პირებისაგან გადაცემული თუ შეძენილი 7000-მდე ექსპონატი.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმი.jpg

პალეონტოლ. მუზეუმი – შეიქმნა 1924 ა. ჯანელიძის ძალისხმევით, მუზეუმის ფონდებში დაცულია ჩრდ. კავკასიის, სამხრ. კავკასიის, საფრანგეთისა და ესპანეთის რეგიონებიდან ჩამოტანილი ნამარხი ორგანიზმების მდიდარი კოლექცია. ქართ. ემიგრაციის მუზეუმი – შეიქმნა 1994 გ. შარაძის პირადი ფონდის ბაზაზე. მუზეუმში დაცულია თითქმის ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილი უნიკალური ემიგრანტული ლიტრა, პერიოდული გამოცემები, ემიგრანტთა პირადი არქივები, ფოტო, აუდიო და ვიდეო არქივები, რადიო `თავისუფლების” გადაცემების აუდიო ჩანაწერები, ემიგრანტთა მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, ვ. ნოზაძის პარიზული ქართ. სტამბა და სხვ. 80-ზე მეტ პირად არქივს შორის ინახება ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილის, ა. ჩხენკელის, ე. გეგეჭკორის, ვ. ნოზაძის, გ. რობაქიძის, მ. წერეთლის, ე. თაყაიშვილის, ზ. ავალიშვილის, შ. მაღლაკელიძის, გ. მაჩაბლის, გ. გვაზავას, კ. სალიას და სხვათა არქივები, ასევე უნიკალური ფოტოარქივი, რადიო `თავისუფლების” მიერ 40 წლის განმავლობაში გაშვებული გადაცემების ჩანაწერები, რებზეც შემონახულია გ. რობაქიძის, ვ. ნოზაძის, ნ. ჟორდანიას, მ. წერეთლის, გ. კვინიტაძის და სხვ. ცნობილ ემიგრანტთა ხმები. მემორიალური ფონდი – დაცულია ნ. ჟორდანიას, კ. ჩხენკელის, ვ. ნოზაძის პირადი ნივთები; გ. რობაქიძის, ა. წერეთლის, გ. კობახიძის ფერწერული პორტრეტები, სულ 3000-ზე მეტი ექსპონატი. მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია განთავსებულია მხატვარ კ. გურულის მიერ შექმნილ სტენდებსა და ვიტრინებში. თსუ საქართვ. მთავარი კვლევითი სასწავლო ცენტრია, რსაც ყველაზე მაღალი სამეცნ.კვლ. მაჩვენებელი აქვს, ის დღესაც სამართლიანად ინარჩუნებს საქართვ. წამყვან საგანმან. და სამეცნ. დაწესებულების სახელს. თსუის რექტორები: პ. მელიქიშვილი (1918/I – 1919/XI), ი. ჯავახიშვილი (1919/XI – 1926/VI), თ. ღლონტი (1926/XI – 1928/IX), მ. ტოროშელიძე (1928/IX – 1930/IX), ი. ვაშაყმაძე (1930–31)*, ა. ერქომაიშვილი (1931–32)*, ლ. აღნიაშვილი (1933–35), კ. ორაგველიძე (1935–37), გ. კიკნაძე (1937–38), დ. ყიფშიძე (1938–42), ა. ჯანელიძე (1942–45), ნ. კეცხოველი (1945–53), ი. ვეკუა (1953/VII–1953/IX), ე. ბურჭულაძე (1953–54), ვ. კუპრაძე (1954–58), გ. ძოწენიძე (1958–59), ე. ხარაძე (1959–66), ი. ვეკუა (1966–72), დ. ჩხიკვიშვილი (1972–80), ვ. ოკუჯავა (1980–85), ნ. ამაღლობელი (1985–91), თ. გამყრელიძე (1991/VIII; რექტორის მოვალეობის შემსრულებელი), რ. მეტრეველი (1991–04), გ. ხუბუა (2004–10), ა. კვიტაშვილი (2010–13), ვ. პაპავა (2013-იდან). ლიტ.: გაიპარაშვილი ზ., უნივერსიტეტი, თბ., 2011 (ქართულ და ინგლისურ ენებზე).