თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 1989 წ. 14 მაისს გამოეყო აფხაზეთის უნივერსიტეტს და 1993 წ. 14 ნოემბერს ფუნქციონირება დაიწყო თბილისში. ფილიალში იყო სახელმწ. და კერძო დაფინანსების სექტორები, სწავლების დღის დასწრებული და დაუსწრებელი ფორმები. 2000 მის შემადგენლობაში იყო ფაკტები: ფილოლ. [ქართ. ენა და ლიტრა, საზღვარგარეთის ენა და ლიტრა (ინგლ., რუს., გერმ. ენა და ლიტრა)]; ისტ.იურიდ. (ისტორია, დიპლომატიისა და საერთაშ. ურთიერთობათა ისტორია. პოლიტოლოგია, სამართლისმცოდნეობა); ფიზ. (ფიზიკა, ფიზ. ინფორმატიკა); მათ. და კომპიუტერულ მეცნ. (მათემატიკა, ინფორმატიკა, გამოყენებითი მათემატიკა); ბიოლ. (ბიოლოგია, ბიომედიცინა, ეკოლოგია, გენეტიკა); საბუნებისმეტყველო (გეოგრაფია, ქიმია, ქიმ. ექსპერტიზა, ნავთობის ქიმია); ეკონ. (მიკრო და მაკროეკონომიკა, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი; საერთაშ. ეკონ. ურთიერთობანი); პედ. (დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, ფიზ. აღზრდა); სულ სწავლობდა 5,9 ათ. სტუდენტი, ასწავლიდა 483 პროფესორმასწავლებელი. თ. ს. უ. ს. ფის რექტორები იყვნენ: ფ. ტყებუჩავა (1989–93), ო. ჟორდანია (1993–2005), რ. კაკუბავა (2005–06), ა. შანავა (2006–07), ჯ. აფაქიძე (2007). 2007 წ. 31 ივლ. თ. ს. უ. ს. ფ. გარდაიქმნა სოხუმის სახელმწ. უნივერსიტეტად (საჯარო სამართლის იურიდ. პირი). იხ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ო. ჟორდანია.