თბილისის სემინარია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სემინარია, საღვთისმეტყველოფილოსოფიური სასწავლებელი. დაარსდა 1755 წ. 9 იანვ. თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, მეფე ერეკლე II-ის მატერ. შემწეობით და კათოლიკოს ანტონ I-ის მონაწილეობით, რიც იყო თბილ. და თელავის სემინარიების `დირექტორი, პრორექტორი და დიდასკალოსი” (ანუ მასწავლებელი). სასწავლებლის შენობის აბრაზე ეწერა: `ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა მეფისა ერეკლესსა პატრიარქობასა ანტონისასა 1755 წ. 9 იანვარს”. თ. ს. სახელმწ. ხარჯზე იყო, მის პირველ რექტორად მიჩნეულია ფ. ყაითმაზაშვილი. სემინარიაში ისწავლებოდა გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია და საღვთისმეტყველო საგნები. აქ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ანტონ I კათოლიკოსიც (1720–88), მანვე სასწავლებლისათვის შექმნა რამდენიმე სახელმძღვანელო. სასწავლებელმა 1795-მდე იარსება.