თბილისის სიმფონიური ორკესტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯანსუღ კახიძის სიმფონიური ორკესტრი.jpg


თბილისის სიმფონიური ორკესტრი ჯ. კახიძის სახელობისა, შეიქმნა 1993 ე. მიქელაძის სახ. საქართველოს სახელმწიფო ორკესტრიდან გამოყოფილი მუსიკოსების ბაზაზე. მისი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო დირიჟორი ჯ. კახიძე (1993–2002), 2002-იდან – ვ. კახიძე. ორკესტრი ირიცხება `თბილისის მუსიკალურკულტურული ცენტრის” შემადგენლობაში. 1993 ორკესტრმა მუს.კულტ. ცენტრთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ საერთაშ. მუს. ფესტივალს `შემოდგომის თბილისი”. ორკესტრთან აქტიურად თანამშრომლობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები: ხ. კარერასი, მ. ლეგრანი, გ. კრემერი, ა. თორაძე, გ. ლეტიეკი, ვ. რეპინი, ი. გარბარეკი, ფ. ლელო, თ. ივერი, ნ. ფრეირი, ე. ვირსალაძე, გ. ჰოფმანი, ვ. ტრეტიაკოვი, ა. კორსანტია, ნ. გუტმანი, ნ. სურგულაძე, ბ. მაისურაძე, ა. მელნიკოვი, ვ. ათანელიშვილი, ე. ანჯაფარიძე, ი. ბაშმეტი და სხვ. აგრეთვე ცნობილი დირიჟორები და თანამედროვე კომპოზიტორები. ორკესტრის შესრულება გამოირჩევა მაღალი მხატვრული დონით. საკონცერტო რეპერტუარი ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს კლასიკური, რომანტ. და თანამედროვე მუსიკის შედევრებს. ორკესტრმა გამართა საკონცერტო ტურნეები საზღვარგარეთ საყოველთაოდ ცნობილ დარბაზებში, მონაწილეობდა საერთაშ. ფესტივალებზე, ჩაწერილი აქვს 150-ზე მეტი ნაწარმოები უცხ. ხმის ჩამწერი კომპანიებისათვის. 2004 განახორციელა საქართვ. სახელმწ. ჰიმნის აუდიოჩაწერა. თ.ს.ო. სისტემატურად მონაწილეობს საქართვ. კულტ. ღონისძიებებში, მართავს კონცერტებს რეგიონებში, აქტიურად იღვწის ქართ. საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებისათვის. გ. ტორაძე.