თბილისის სპორტის სასახლე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპორტის სასახლე.jpg


თბილისის სპორტის სასახლე გ. კარტოზიას სახელობისა, სპორტული დარბაზი თბილისში (არქიტექტორები ვ. ალექსი-მესხიშვილი, ი. კასრაძე, კონსტრუქტორი დ. ქაჯაია). პროექტი დამტკიცდა 1956, აშენდა 1957–61 წლებში. საზეიმოდ გაიხსნა 1961 წ. 12 მაისს. კვადრატული ფორმის შენობის გარე პერიმეტრია 352 (88×04), მთავარი არენა – 44×27,4 . ამფითეატრად ამაღლებული ტრიბუნები იტევს 9305 მაყურებელს. შენობის სამი სართულიდან ერთი (პირველი იარუსი) მიწაშია ჩაღრმავებული. სპორტის სასახლე გადახურულია რკინაბეტონის ანაკრები სფერული ფორმის გუმბათით, რომლის დიამეტრიც უდრის 76 (შეტანილია ინდივიდ. კონსტრუქციათა საერთაშ. კატალოგში). თ.ს.ს. მთავარ დარბაზთან ერთად მოიცავს ორ დარბაზს შესაბამისი ინფრასტრუქტურით. თ.ს.ს. რეგულარულად მასპინძლობს საერთაშ. ასპარეზობებს ბერძნ.რომაულ, თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, სამბოში, კალათბურთში, ხელბურთში, მინიფეხბურთში, კრივში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ძალოსნობაში, კარატეში, კიკბოქსინგში; იმართება მასობრივი სანახაობები (სამეჯლისო ცეკვები, საესტრადო კონცერტები); მოქმედებს სპორტ. სექციები, ბავშვთა საციგურაო სკოლა. 1989 თ.ს.ს-ში გაიხსნა `ქართული სპორტის დიდების მუზეუმი”. სასახლეს გ. კარტოზიას სახელი მიენიჭა 2001. თ.ს.ს-ის წინ მდებარე მოედანზე 1965 დაიდგა სკულპტურული კომპოზიცია – მზეჭაბუკი (მოქანდაკე ჯ. მიქატაძე), ხოლო 2010 – გივი კარტოზიას ქანდაკება (მოქანდაკე გ. შხვაცაბაია).