თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი (თბილისის წითელდროშოვანი უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი ბაქოს 26 კომისრის სახელობისა), სასწავლებლის ისტორია დაიწყო 1920 წ. 20 აგვისტოს ასტრახანში, სადაც შეიქმნა აღმის კურსანტთა ბრიგადა, რ-იც მე-11 არმიის რიგებში იბრძოდა რუსეთსაქართველოს 1921 ომში. 24 თებ. ტაბახმელაზე წითელი კურსანტები დამარცხდნენ ქართვ. იუნკრებთან ბრძოლაში. თბილ. დაკავების შემდეგ კურსანტთა მე6 პოლკი იუნკერთა სასწავლებლის ყაზარმებში დაბინავდა. 1921 წ. 14 აპრილს პოლკი გადაკეთდა ქვეითმეტყვიამფრქვევთა მე-2 კურსებად. 25 მაისიდან ეწოდა ბაქოს ქვეითმეტყვიამფრქვევთა მე-13 სამეთაურო კურსები. 1922 წ. 7–15 სექტემბერს აქტ. მონაწილეობას იღებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხევსურეთის აჯანყების ჩახშობაში. ამავე წლის 22 ოქტომბერს კურსები გარდაიქმნა ბაქოს ქვეით სკოლად; მონაწილეობდა 1924 აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში. 1924 წ. 21 ოქტომბერს დაერქვა თბილ. ქვეითი სკოლა. 1927 გადაკეთდა ამიერკავკ. ქვეით სკოლად. 1929 წ. 10 თებერვალს სკოლასთან შეიქმნა საარტ. დივიზიონი და დაიწყო ოფიცერარტილერისტთა მომზადება. ამავე წლის 20 ნოემბერს მიენიჭა ბაქოს 26 კომისრის სახელი. 1935 წ. 8 ოქტომბერს გადაკეთდა ამიერკავკ. გაერთიანებულ სამხ. სკოლად. 1937 წ. 16 მარტს დაერქვა თბილ. სამხ. სასწავლებელი. 1938 მოხდა მისი რეორგანიზაცია სამთოსაარტ. სასწავლებლად. მეორე მსოფლიო ომის წლებში სასწავლებელმა ფრონტისათვის მოამზადა 6 ათასზე მეტი არტილერიის ოფიცერი. 1956 წ. 8 ოქტომბერს გადაკეთდა თბილ. საარტ. სასწავლებლად. 1969 წ. 1 ივნისიდან ეწოდა თბილ. უმაღლესი საარტ. სამეთაურო სასწავლებელი (4 წლიანი სწავლებით). პირველი გამოშვება, რმაც გაიარა უმაღლესი სასწავლებლის სრული პროგრამა, შედგა 1973. სსრკ დაშლის შემდეგ (1992) სასწავლებელი გადაიტანეს (1993) ქ. ეკატერინბურგში (რუსეთი). ლიტ.: Бронштейн Н. Б., Цейтлин И. С., Тбилисское высшее артиллерийское, Тб., 1990. მ. წურწუმია.