თბილისის ფილიალი ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რ-იც საქართველოში მოქმედებს როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ფილიალი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამერ. ჰუმანიტარული უნტის (სათავო უნ-ტი) მიერ გამოცემული აქტებით – მისთვის მინიჭებული ამერ. და ქართ. აკრედიტაციის შესაბამისად. უნტში ხორციელდება უმაღლესი აკად. განათლების ორი საფეხურის საგანმან. პროგრამა – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. უნტის საგანმან. პროგრამები აკრედიტებულია ლიბერალური განათლების ამერიკული აკადემიის ­(AALE­–­American Academy of Liberal Education) მიერ და ლიცენზირებულია საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მიერ. უნტში არის შემდეგი უმაღლესი აკად. საგანმან. პროგრამები: ბიზნესისა და მართვის ფაკტი: მენეჯმენტი და ადმინისტრირება (I საფეხური, ბაკალავრიატი), საერთაშ. მენეჯმენტი (II საფეხური, მაგისტრატურა); სოც. მეცნიერებათა ფაკტი: საერთაშ. ურთიერთობები (I საფეხური, ბაკალავრიატი). უნტს აქვს ბკა, რ-იც ემსახურება უნტის სტუდენტებს და პერსონალს თავისი თანამედროვე წიგნადი ფონდით, ასევე ელექტრონული და ციფრული რესურსებით.