თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები, უმაღლესი სასწავლებელი რევოლუციამდელ საქართველოში. გაიხსნა 1909 თბილისში ქალთა ერთი ჯგუფის კერძო ინიციატივით. კურსებს ჰქონდა 2 განყბა: ისტ.ფილოლ. და საბუნებისმეტყველო; სწავლების ვადა 3 წელი იყო. 1912 განყოფილებები ფაკულტეტებად გადაკეთდა, სწავლების ხანგრძლივობა 1 წლით გაიზარდა. 1916 ჩამოყალიბდა სამედ. ფაკტი. ისწავლებოდა 10 ენა (მ. შ. არ იყო ქართული, სომხ. და აზერბ. ენები), ძვ. ქართ. ლიტრა ფაკულტატიური საგანი იყო. თ.ქ.უ.კზე ყოველწლიურად 100მდე მსმენელს იღებდნენ, სწავლების კურსს ამთავრებდა მხოლოდ 10–15 მოსწავლე. მსმენელთა დაბალი აკად. წარმატების მიზეზი იყო სასწ.აღმზრდელობითი მუშაობისა და საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობა.