თბილისის ქართული გიმნაზია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ქართული გიმნაზია, სათავადაზნაურო გიმნაზია, 1878 თბილისში დაარსდა `ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოება”, რ-მაც აირჩია გამგეკომიტეტი (თავრე გ. ერისთავი, თავ-რის ამხანაგი კ. მამაცაშვილი, წევრები: ვ. თულაშვილი, ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, ლ. მაღალაშვილი, დ. ერისთავი და ნ. ქანანოვი). კომიტეტმა საზბის წესდების საფუძველზე 1879 გახსნა ვაჟთა პირველი ქართ. სათავადაზნაურო დაწყებითი სკოლა; 1884–85 სასწ. წელს სკოლაში გაიხსნა პირველი პროგიმნაზიური კლასები და 1890-იდან უკვე პროგიმნაზიად გადაკეთდა, 1896 დაემატა გიმნაზიური კლასები და 1899–1900 სასწ. წლიდან სასწავლებელი 8 კლასიანი გიმნაზია გახდა. სწავლება მიმდინარეობდა გიმნაზიის საერთო პროგრამით, რ-საც ქართ. ენის, საქართვ. გეოგრ. და ისტ. სწავლება დაემატა. 1900 თ.ქ.გ-თვის დაიწყო ახ. შენობის მშენებლობა ვაკეში. სამშ. კომისიაში შედიოდნენ: ნ. ცხვედაძე (თავრე), ე. თაყაიშვილი, კ. ყავრიშვილი და არქიტ. შ. კლდიაშვილი. კომისიის მიზანი იყო ისეთი შენობის აგება, რ-შიც შემდგომ ქართ. უნ-ტი მოთავსდებოდა. 1902 თ.ქ.გ-ში გაიხსნა სამხატვრო კლასი, 1903 – სამკითხველო დარბაზი. იმართებოდა ქართ. და რუს. წარმოდგენები. 1904–05 სასწ. წელს გიმნაზიის მოწაფეებმა გამოსცეს კრებ. `ღელვა” (რედაქტორები: გ. ავალიანი, მ. ზანდუკელი, პ. დადვაძე), 1909–10 სასწ. წელს კი – ნაბეჭდი ჟურნალები: `პირველი ნაბიჯი”, `მოწაფის ნაბიჯი”, `ჩანგი”. ამავე წელს გიმნაზიასთან შეიქმნა მშობელთა წრე (კომიტეტი), რ-ის თავრე იყო ვ. ბარნოვი. 1918 თვის გიმნაზიის მოსწავლეთა სოც. შემადგენლობა ასეთი იყო: 201 თავადაზნაურთა წრიდან, 175 მოქალაქე, 93 მოხელის შვილი, 56 სას. წოდებიდან, 392 გლეხი. 1906იდან თ.ქ.გ-ის შენობაში განთავსებული იყო თბილ. ქალთა ქართ. გიმნაზიაც, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზბის მუზეუმი, ხოლო 1915–18 – სამხ. ჰოსპიტალი. 1918 თ.ქ.გის შენობა გადაეცა თბილ. სახელმწ. უნ-ტს. ამ წლიდან 1921მდე თ. ქ. გ., ვაჟთა VII გიმნაზიის სახელწოდებით, ახლანდ. რუსთაველის პროსპექტის N34 მდებარე შენობაში ფუნქციონირებდა.