თბილისის ქვაბული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ქვაბული, მტკვრის ხეობა ზემო ავჭალიდან (ჩრდით) ფონიჭალამდე (სამხ-რით). სიგრძე დაახლ. 42 კმ, მაქს. სიგანე – 10 კმ. შემოსაზღვრულია: დასიდან და სამხრიდან თრიალეთის ქედის განშტოებებით – საწკეპელას, მსხალდიდის, ლისის, მთაწმინდის, თაბორისა და თელეთის ქედებით; აღმიდან – ივრის ზეგნის ჩრდ.დას. ნაწილით, ჩრდიდან – საგურამოს ქედის კალთებით. ქვაბულის ფსკერის დონე 350–450 ფარგლებში ცვალებადობს. კალთები ზოგან 600–1500 აღწევს. აგებულია უმთავრესად ზედაეოცენური ტერიგენული და ტუფოგენური ქანებით. სამხრ. ნაწილში არის შუა ეოცენის ვულკანოგენური წყება. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მეოთხეულ (მდინარეულ და ტბიურ) დანალექებს. ქვაბულის ჩრდ. ნაწილი ალუვიური ვაკეა (დიღმის ვაკე). უფრო სამხრით, მტკვრის ხეობაში, კარგადაა გამოხატული ტერასული საფეხურები, რზეც გაშენებულია თბილისი. ქალაქს აღმით, მდ. მტკვრის პარალელურად, მიუყვება მტკვრის ძვ. ხეობა, სადაც ადრე მცირე მლაშე ტბები იყო, ახლა კი, სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ, თბილისის წყალსაცავია. თ. ქში მტკვარს მარჯვნიდან ერთვის მდები: დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი, მარცხნიდან – გლდანისხევი და ლოჭინისხევი. ტბებიდან აღსანიშნავია ლისისა და კუს ტბები. თ. ქ. ოდესღაც ტყით იყო შემოსილი, რიც ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მთის კალთების მაღალ, ძნელად მისადგომ ნაწილებში. ქვაბულის ფსკერი კულტ. მცენარეულობას უჭირავს, გავრცელებულია აგრეთვე ჯაგეკლიანი სტეპი. აქაიქ ტუგაის (ჭალის) ტყეებია. ლ. მარუაშვილი.