თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა” (სააქციო საზოგადოება), კვების მრეწველობის საწარმო. აშენდა 1940 როგორც თბილისის ჩაის გადამწონი ფ-კა. აფასოებდა შავ და მწვანე ბაიხაოს ჩაის. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში შეადგენდა 5 ათ. დაფასოებულ ჩაის. 1954–55 ჩატარდა ფკის ტექ. გადაიარაღება და საწარმოს სიმძლავრემ 10 ათ. ტ დაფასოებული ჩაი შეადგინა, ხოლო 1983–89, რეკონსტრუქციის შემდეგ, მისი სიმძლავრე წელიწადში 21 ათ. -მდე გაიზარდა. ძირითადი პროდუქცია იყო სხვადასხვა ხარისხის ბაიხაოს ჩაი: `საქართველოს თაიგული”, უმაღლესი ხარისხის, I, II და III ხარისხისა და სხვ. სანედლეულო რესურსებს იღებდა საქართვ. სხვადასხვა ჩაის პირველადი გადამმუშავებელი ფკიდან, აგრეთვე ინდოეთიდან და ჩინეთიდან (როგორც საკუპაჟე მასალას). გამოშვებული პროდუქცია იგზავნებოდა სსრკის რესპუბლიკებსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში. 1990-იდან საწარმოს ჩაის მიწოდება შეუწყდა როგორც შიდა ქსელიდან, ისე უცხოეთიდან. 1993იდან ფკა გასაღების ბაზრის დაკარგვის გამო მუშაობდა 10%იანი დატვირთვით და წელიწადში უშვებდა 2000 დაფასოებულ ჩაის, რიც გადიოდა ძირითადად დსთის ქვეყნებში. 1996 თბილისის ჩაის საწონი ფკის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზბა `თ. ჩ. ს. ფ.” ამ პერიოდიდან საწარმო თავისი პროფილით აღარ ფუნქციონირებს.