თბილისის ცენტრალური პედაგოგიური ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ცენტრალური პედაგოგიური ინსტიტუტი მ. ორახელაშვილის სახელობისა, უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი, გაიხსნა 1923 თბილ. პედ. ტექნიკუმის ბაზაზე. მდებარეობდა ახლანდ. დ. უზნაძის ქუჩაზე, პირველი დირექტორი იყო გ. ნათაძე. 1924 ინ-ტს მარიამ ორახელაშვილის სახელი მიენიჭა. სწავლების ვადა თავდაპირველად 2, შემდეგ კი 3 წელი იყო. მასში იღებდნენ ცხრაწლედ ან ტექნიკუმდამთავრებულებს. ინტი ძირითადად ამზადებდა შვიდწლედის მასწავლებლებს. ჰქონდა 2 ფაკტი: სოციოლოგიალიტრისა და საბუნებისმეტყველომათემატიკური. სასწ. გეგმაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი პედ. დისციპლინებს. თ. ც. პ. ი. 1928 დაიხურა; სტუდენტები ჩაირიცხნენ თსუ-ის პედ. ფაკტის შესაბამის განყოფილებებზე, ხოლო 2 წლის კურსდამთავრებულებს უფლება მიეცათ სათანადო სტაჟის შემდეგ ჩარიცხულიყვნენ უნტის პედ. ფაკტის III კურსზე. დ. გურგენიძე.