თბილისის ცენტრალური რკინიგზის ვაგზალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრალური რკინიგზის სადგური.jpg


თბილისის ცენტრალური რკინიგზის ვაგზალი, თბილისის ვაგზალი. მისი ძირითადი დანიშნულებაა მგზავრების გადაყვანა და საბარგო გადაზიდვა. ორლიანდაგიანი მაგისტრალით ემსახურება სამტრედიის, ბაქოსა და ერევნის მიმართულებებს. შედგება მიმღებგამგზავნი ლიანდაგებისა და სარანჟირო ფარეხისაგან. ყოველწლიურად ემსახურება 3 მლნ-ზე მეტ მგზავრს. თბილ. რკინიგზის ვაგზალმა ფუნქციონირება დაიწყო 1872, როდესაც გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ფოთი–თბილისის რკინიგზა (ინგლ. ინჟ. პ. ბელი). შენობას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 1952 ის კაპიტალურად გადააკეთეს – ააშენეს კოშკი მოოქრული შპილით (არქიტ. გ. ტერმიქელოვი). XX ს.

რკინიგზის ვაგზალი ახალი.jpg

80-იანი წლების დასასრულს მოხდა ვაგზლის შენობის მთლიანი დემონტაჟი. მის ადგილას აღიმართა თვალსაჩინო, მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა თანამედროვე ტექნოლოგიით, ქალაქის ორივე მხარესთან კარგად დაკავშირებული მისასვლელებით (1988; არქიტექტორები: რ. ბაირამაშვილი, ი. ყავლაშვილი, გ. შავდია, ა. ჯიბლაძე, ინჟ. შ. გაზაშვილი, საქართვ. სახელმწ. პრემია, 1992). 2006 თ. ც. რ. ვ., რ-იც მანამდე სააქციო საზბა `საქართველოს რკინიგზას” ექვემდებარებოდა, 49 წლიანი იჯარით გადაეცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – სააქციო საზბა `თბილისი ცენტრალს”. მანვე განახორციელა ვაგზლის სარეკონსტრუქციოსამშ. სამუშაოები. ამავე შენობაში 2010 გაიხსნა ახ. თანამედროვე სავაჭრო ცენტრი `თბილისი ცენტრალი”, ხოლო 2014 – სასტუმრო.

ცენტრალური რკინიგზის ვაგზალი.jpg

XXI ს. 10-იანი წლების ბოლოდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რკინიგზის ვაგზლის მუშაობის ტექ.ეკონ. მაჩვენებლები, გაიზარდა მოსახლეობის მომსახურების ხარისხი, დაინერგა სერვისის ახ. სახეები: ინტერნეტით, სწრაფი გადახდის აპარატით, ტერმინალით სამგზავრო ბილეთების შეძენა; 24 საათიანი საინფორმაციო მომსახურება; ვაგზალში დადგმულია კომპიუტერები, რებიც რკინიგზის საერთო კომპიუტერულ ქსელშია ჩართული; ექსპლუატაციაშია ჩქაროსნული კომფორტული ელექტრომატარებლები (სადაც ფუნქციონირებს ინტერნეტი, დადგმულია სწრაფი კვების აპარატები), მოდერნიზებული ვაგონები და სხვ. დ. გელაშვილი.