თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო (შპს), მრავალპროფილური კლინიკა, შეიქმნა 2012 რკინიგზის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე. კლინ. სტრუქტურაშია: მიმღები და გადაუდებელი დახმარების განყბა (ემერჯენსი), ამბულატორია, ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, პლასტ. ქირურგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია. კლინიკა წარმოადგენს თბილ. სახელმწ. სამედ. უნტის დიპლომისშემდგომი უწყვეტი განათლების ინტის ბაზას (სარეზიდენტო პროგრამა), ასევე `საქართველოს უნივერსიტეტის” და პროფესიული კოლეჯი `პანაცეას” ბაზას.