თბილისის ცქრიალა ღვინოების ქარხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონი.jpg

თბილისის ცქრიალა ღვინოების ქარხანა `ბაგრატიონი 1882”, `ბაგრატიონი 1882” (სააქციო საზოგადოება), ცქრიალა ღვინის მწარმოებელი პირველი სპეციალიზებული საწარმო საქართველოში. კომპანიის სახელწოდება უკავშირდება XIX ს-ში ქართ. შამპანური ღვინის პირველი მწარმოებლის – ი. კ. მუხრანბატონის (ბაგრატიონი) სახელს. მისმა პროდუქციამ 1882 რუსეთში გამართულ საერთაშ. გამოფენაზე მსოფლიო აღიარება და უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი მოიპოვა. XX ს. 30-იანი წლებიდან იწყება ქართ. შამპანური ღვინის ისტ. ახ. ეტაპი. 1939 თბილისში აშენდა შამპანური ღვინოების დიდი ქნა, რმაც ხელი შეუწყო შამპანური ღვინის ფართომასშტაბიან წარმოებას. საბჭოთა კავშირში ასეთი სიმძლავრის მხოლოდ სამი საწარმო არსებობდა. თბილისის ქნა XX ს. 70–80-იან წლებში 24 მლნ. ბოთლს უშვებდა. პროდუქცია გამოდიოდა სავაჭრო ნიშნით `Советское шампанское”, რიც ცნობილი იყო მთელ აღმ. ევროპაში. 1976 შეიქმნა თბილისის შამპანური ღვინოების საწარმოო გაერთიანება, რშიც შევიდა თბილისის შამპანური ღვინოების ქნა (სათავო საწარმო), აგრეთვე გორის, სურამის, მცხეთის ღვინის ქნები. მოგვიანებით აღნიშნული გაერთიანება დაიშალა. საბჭოთა კავშირის დაშლას პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. 1990 საქართველოში 17 მლნ. ბოთლი შამპანური დამზადდა. ეს რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა და 1997ისთვის წარმოება თითქმის გაჩერდა. 1995 ქ-ნა გარდაიქმნა სააქციო საზბად და ეწოდა `ბაგრატიონი 1882”. 1997 ამერიკელმა ინვესტორებმა შეისყიდეს კომპანიის აქციათა დიდი ნაწილი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელები გახდნენ. ამერ. კაპიტალის დაბანდებამ ხელი შეუწყო წარმოების აღორძინებას და ახ. ბაზრების ათვისებას. ამავე პერიოდიდან დაიწყო პროდუქციის გამოსვლა სავაჭრო ნიშნით `ბაგრატიონი”, რის წარმოება ერთ მლნ. ბოთლამდე ავიდა. 2006-იდან კომპანიაში მთლიანად შეიცვალა მენეჯმენტი, მთელი საქმიანობა წარიმართა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და მსოფლიო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. სააქციო საზბა `ბაგრატიონი 1882” ამ დარგის უდიდესი საწარმოა საქართველოში. 1953 ქნას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (არქიტ. მ. შავიშვილი). ქნის შენობის მიწისზედა ორსართულიან ნაწილში გამოყენებულია ქართ. ისტ. არქიტ. მოტივები. საწარმოს ეზო გადაქცეულია ლამაზ პარკად. ქნა მთლიანად მოდერნიზებულია, აღჭურვილია უახლესი იტალ. და გერმ. დანადგარებით. აქვს საკუთარი სანედლეულო ბაზა – სანერგე მეურნეობა და ვენახები ქართლის, კახეთისა და იმერეთის (ამ რეგიონში, კერძოდ თერჯოლაში, 2008 გაიხსნა პირველადი მეღვინეობის ქ-ნა) რეგიონებში, აგრეთვე შეისყიდის ნედლეულს მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის ყურძენი – ციცქა, ჩინური, გორული მწვანე, პინო, საფერავი, თავკვერი, რქაწითელი – და ადგილობრივ ამზადებს ღვინომასალებს. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ძირითადი სახეობებია: რეზერვუარული წესით დამზადებული ცქრიალა ღვინო (1997 მიღებული ვაზისა და ღვინის კანონის თანახმად შამპანურს ეწოდა ცქრიალა ღვინო) `ბაგრატიონი კლასიკური” (ბრუტი, მშრალი, ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი), `ბაგრატიონი ოქრო”, `ბაგრატიონი ვარდი”, `ბაგრატიონი წითელი”, `ბაგრატიონი რეზერვი” (ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი); ბოთლური წესით დამზადებული ცქრიალა ღვინო `ბაგრატიონი რეზერვი ბრუტი”, `ბაგრატიონი როზე ბრუტი”, `ბაგრატიონი ფაინესტი” და შუშხუნა ღვინო `მუხრანი”. ქნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 5 მლნ. ბოთლს შეადგენს. პროდუქცია გადის შემდეგ ქვეყნებში: აშშ, რუს. ფედერაცია, უკრაინა, ლატვია, გერმანია, ჩინეთი, თურქეთი, ინგლისი, შვედეთი, იაპონია და სხვ.

თბილისის ცქრიალა ღვინოების ქარხანა ბაგრატიონი1882.jpg

1965–2013 საერთაშ. კონკურსებსა და დეგუსტაციებზე საწარმოს პროდუქციას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ.: 13 ოქროს, 14 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი. 2008 წ. მარტში, მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშ. გამოფენაზე `პროვაინ ინ დიუსელდორფ 2008” (გერმანია) `ბაგრატიონი” შეფასდა როგორც აღმოჩენა ცქრიალა ღვინის სამყაროში. 2009 წ. კომპანიაში დაინერგა სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO 22000:2005. ქნაში მოქმედებს ენოთეკა, სადაც დაცულია 1990-იდან დღემდე წარმოებული საკოლექციო ნიმუშები. კომპანია ეწევა ქველმოქმედებას. ლ. აბრამიშვილი.