თბილისის წყალსაცავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის წყალსაცავი.jpg

თბილისის წყალსაცავი, სამგორის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, წყალსაცავი აღმ. საქართველოში, ივრის ზეგანზე. შეიქმნა მლაშე ტბების – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ტბების ქვაბულში მდ. ივრის წყლის დაგუბების შედეგად. ვრცელდება ჩრდ.დასიდან სამხრ.აღმკენ. ჩრდ.დას. ნაწილში განიერია, სამხრ.აღმში – ვიწრო. ზედაპირის ფართ. – 11,8კმ 2, წყალშემკრები აუზისა – 38კმ 2, სიგრძე 9 კმ, უდიდესი სიგანე 2 მ, საშ. სიღრმე – 26,6 , უდიდესი სიღრმე – 45 , წყლის მოცულობა – 308 მლნ. მ 3. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე კლებულობს 7–10 -ით. წყლის ზედაპირული ფენის საშ. ტემპრა ნაპირთან მერყეობს 3,7° C-იდან (იანვ.თებ.) 21,6°C-მდე (აგვ.), მაქს. ტემპრა 26,2°C. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია – საშ. 325 მგ/ლ. თ. წ. სამგორის სარწყავი სისტემის რეგულატორია. ექსპლუატაციაშია 1953-იდან. საზრდოობს მდ. ივრის წყლით, რ-იც სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. უკეთ წყალმომარაგების მიზნით თ. წს წყალი მიეწოდება ჟინვალის წყალსაცავიდანაც სპეციალურად გაყვანილი წყალსადენით. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხით. თ. წს იყენებენ საყოფაცხოვრებო და საირიგაციო მიზნით. მან გარკვეული დადებითი გავლენა იქონია სანაპირო ზონის მიკროკლიმატზე. თ. წ. თბილ. მცხოვრებთა დასვენებისა და გაჯანსაღების ერთერთი მნიშვნელოვანი კერაა. წყალსაცავის ჩრდ. და სამხრ.დას. სანაპიროები კეთილმოწყობილია. შექმნილია დასვენების ზონა. თ. წის ჩრდ.აღმ. სანაპიროზე მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაო– ადრინდ. რკინის ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. – ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) ნასახლარი და მისი თანადროული სამაროვანი, სამხრ.დას. სანაპიროზე და ლოტკინის გორაზე – ყორღანთა ჯგუფები. ი. აფხაზავა. ი. სულთანიშვილი.