თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, დაარსდა 1992, კერძო სამართლის იურიდიული პირია და წარმოადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას (სასწავლო უნივერსიტეტს). თ. ჰ. ს. უ-ის მისიაა დარგობრივი და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად შექმნილი უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის, ასევე პროფ. საგანმან. პროგრამების რეალიზაციით დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო ხარისხის ხელმისაწვდომი უმაღლესი და პროფ. განათლება. ამზადებს კადრებს შემდეგ სპეციალობებში: ისტორია, სამუზეუმო საქმე და ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვა, ჟურნალისტიკა, ქართ. ენა და ლიტრა, სამართლისმცოდნეობა, უცხო ენები და ხელოვნებათმცოდნეობა. 2002-იდან დაარსდა იმავე სახელწოდების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზ-ბა უნ-ტის სტატუსით, რის შემდეგაც საქართვ. განათლების სამინისტრომ უნტს მიანიჭა უმაღლესი პროფ. განათლების მიცემის უფლება შემდეგი სპეციალობებით: ფინანსები და კრედიტი, მენეჯმენტი, საერთაშ. ეკონ. ურთიერთობები, ბუღალტრული აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი. 1992იდან თ. ჰ. ს. უ-ში ფუნქციონირებს შემდეგი ფაკტები: სამართლის; ეკონ., ბიზნესისა და მართვის; ჰუმანიტარული; სამართლის ფაკტზე ფუნქციონირებს იურიდ. კლინიკაც. თ. ჰ. ს. უში 1992-იდან სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებს ეკონ., ბიზნესისა და მართვის მიმართულების ფაკტი, რსაც თავდაპირველად ეკონ. ფაკტი ერქვა, მოგვიანებით – ბიზნესისა და მართვის ფაკტი, 2013-თვის – ეკონ., ბიზნესისა და მართვის ფაკტი. ფუნქციონირებს აგრეთვე ჰუმანიტარული ფაკტი, სადაც მოქმედებს ევროპეისტიკის საბაკალავრო პროგრამა და სლავური ფილოლ. სამაგისტრო პროგრამა. უნტში 2009-იდან არსებობს ჯანდაცვის ფაკტი; ამ ფაკტზე მოქმედებს დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმან. პროგრამა. აქვს სტომატოლოგიური კლინიკა. რის მიზანია სტუდენტების მიერ პროფ. და პრაქტ. კლინ. უნარჩვევების გამომუშავება და აკად. გარემოში შეძენილი კომპეტენციების იმიტირებულ სიტუაციაში გამოცდა. თ. ჰ. ს. უს აქვს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ორი კომპიუტერული კლასი, ბკა მდიდარი წიგნადი და ციფრული ფონდით (სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტრა, ბეჭდვითი გამოცემები და სამეცნ.კვლ. ნაშრომები, აგრეთვე ისტ., მხატვრული, საინფორმაციო და სხვ. სახის ლიტრული და საინფორმაციო მასალა); ელექტრონული ბკა (OPEN BIBLIO).