თბილისური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისური”, ვაზის ჰიბრიდული ჯიში. მიღებულია `ალექსანდრიული მუსკატისა” და `რქაწითელის” შეჯვარებით. აქვს გარეგნულად ლამაზი, დიდი მტევანი და მოყვითალომომწვანო, ჭარბრბილობიანი, ოვალური მარცვალი. ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანი (200 ც/ჰაზე), შენახვისუნარიანი და ტრანსპორტაბელურია. შაქრიანობა 19,5 – 21%-ია, მჟავიანობა – 5,4–5,7 გ/დმ 3. მწიფდება ოქტომბერში. ფართოდაა გავრცელებული აღმ. საქართველოს მევენახეობის რ-ნებში. ჯიში გამოიყვანეს ა. ქანთარიამ და ნ. ჩახნაშვილმა. ქ. გეგეშიძე.