თბილისში აღმოჩენილი ქართული მონეტები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღმოჩენილი ქართული მონეტები.png

თბილისში აღმოჩენილი ქართული მონეტები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი მონეტები ერთეულებისა და სამონეტო განძების სახით. აღსანიშნავია რამდენიმე განძი: 1. 1935 კრწანისში აღმოაჩინეს 1227 წ. მოჭრილი რუსუდანის სპილენძის მონეტების განძი (1310 ც.). 2. 1940 რიყეზე აღმოჩნდა გიორგი III-ის, თამარის, აგრეთვე ჯალალედინის სახელით მოჭრილი მონეტები (239 ც.). ჯალალედინის მონეტები გადაჭედილია ქართ. ფულებიდან ჰიჯრით 623 (1226). 3. 1936 ავლაბარში შემთხვევით იპოვეს სპილენძის მონეტების განძი (120 ც.). მონეტების უმრავლესობა მოჭრილია 1227 რუსუდანის მიერ, მცირე რაოდენობით არის თამარისა და დავით სოსლანის, გიორგი IV-ის, ლაშასა და აღმ. მმართველთა სახელით მოჭრილი ფულები. 4. 1955 დიღომში აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი (474 ც.), მათი უმრავლესობა მოჭრილია თამარის დროს, დანარჩენი – გიორგი III-ის, გიორგი IV-ისა და აღმ. მმართველების სახელით. 5. 1917 მაჰმადიანების სასაფლაოზე გამოვლინდა სპილენძის ქართ. მონეტების განძი. მონეტები მოჭრილია გიორგი III-ის, თამარისა და ლაშა გიორგის სახელით. 6. 1907 მეტეხის შესახვევში აღმოჩნდა სპილენძის ქართ. მონეტების 2 განძი, რთა შემადგენლობაში შედიოდა გიორგი III-ის, თამარისა და გიორგი IV ლაშას მონეტები. 7. 1948–49, `განჯისკარის” არქეოლ. გათხრების დროს, აღმოჩნდა სპილენძის 133ც. მონეტა, მ. შ. იყო XII–XIII სს. ქართ. ფული. 8. მდ. მტკვრის კალაპოტში სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ქართ. მონეტები, მ. შ. ჭარბობს XII–XIII სს. მონეტები. ლიტ.: Джалагания И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979; Пахомов Е. А., Монетные клады Азербайджана и Закавказья, в. 1, Баку, 1926. გ. დუნდუა.