თბილსახავტოგზაპროექტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თბილსახავტოგზაპროექტი”, საავტომობილო გზების თბილისის სახელმწიფო საპროექტოსაძიებო ინსტიტუტი. დაარსდა 1938. „თ-ის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა: საავტ. გზებისა და მათზე ხელოვნური ნაგებობების პროექტირება. ინ-ტს შედგენილი აქვს ურთულესი საავტომობილო გზების პროექტები მსოფლიოს 18 ქვეყანაში, მ. შ. ამიერკავკასიასა და ყოფ. საბჭ. რესპუბლიკებში. „თ-ს” ჰქონდა 8 განყბა, აგრეთვე გეოლ. ლაბორატორია და მძლავრი სატრანსპ. ბაზა. თანამშრომელთა დიდ ნაწილს მიღებული აქვს საქართვ. და საკავშირო მთავრობის ჯილდოები. 2006-იდან `თ.” გადაკეთდა შპს-დ და ეწოდა `გზაკომუნიკაციების პროექტი და ექსპერტიზა”.