თბილსრესი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილსრესი” (სააქციო საზოგადოება), თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური, საქართველოს ერთერთი მსხვილი ბაზისური თბოელექტროსადგური. მდებარეობს გარდაბანში, თბილისიდან 36 კმ-ზე. `თ.” კონდენსაციური ტიპისაა. მთელი სიმძლავრე ემსახურება ელექტროენერგიის წარმოებას, ხოლო თბოენერგიას უმნიშვნელო რაოდენობით გამოიმუშავებს. შედგებოდა 10 ენერგობლოკისაგან, ამჟამად მის შემადგენლობაშია 2 მოქმედი ენერგობლოკი. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 272 მეგვტ (2013 წ. 1 იანვრის მდგომარეობით). 1958 წ. მაისში საკავშ. მთავრობამ გადაწყვიტა თბილ. მახლობლად ელექტროსადგურის აშენება. 1958 წ. ივლისში საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ელექტროსადგურის ასაშენებლად გამოიყო მიწის ნაკვეთი მცხეთის რნში, ზაჰესთან ახლოს, მაგრამ იმის გამო, რომ სადგურის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ მოსალოდნელი იყო დედაქალაქის ეკოლ. დაბინძურება, მთავრობამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და 1959 წ. მაისში სადგურის ასაშენებლად საბოლოოდ შეარჩია რუსთავი (გარდაბნის რნი). `თ-ის” მშენებლობა დაიწყო 1960 წ. მარტში. პირველი სამი ენერგობლოკი 1963–65 ამოქმედდა, რთა სიმძლავრე 450 (3X150) ათ. კვტ შეადგენდა, ხოლო 1967–72 მათ დაემატა კიდევ 800 (5X160) ათ. კვტ სიმძლავრის ხუთი ბლოკი. თბოელექტროსადგურის ამოქმედება ახ. ნაბიჯი იყო საქართვ. ელექტროენერგეტ. განვითარებაში. მისმა ამუშავებამ ელექტროენერგიის წარმოებაში მკვეთრად შეცვალა ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების სიმძლავრეებს შორის მანამდე დამყარებული პროპორცია. თუ 1963 თესების ხვ. წ. ელექტროენერგიის საერთო გამომუშავებაში იყო 36,9%, 1970 წ. – 70,5%, 1975 წ. – 77,9%-მდე გაიზარდა. აქედან ძირითადი წილი `თ-ზე” მოდიოდა. თავისი არსებობის ისტორიაში `თმა” ყველაზე მეტი ელექტროენერგია – 7763 მლნ. კვტ.სთ –1977 წ. გამოიმუშავა. 1990–94 ჩატარდა `თ-ის” რეკონსტრუქციაგაფართოება. ამის შედეგად ექსპლუატაციაში შევიდა ახალი თაობის ზეკრიზისული პარამეტრებით მომუშავე მე9 (1991) და მე-10 (1994) ენერგობლოკები, თითოეული 300 მეგვტ სიმძლავრის. 2000 წლის აპრილში აღნიშნული ბლოკები შეიძინა ამერ. კომპანიამ `ეიიეს-მა” და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს `ეი-ი-ეს–მტკვარი”. 2004-იდან მისი მეპატრონეა რუს. კომპანია `რაო-ე-ესი” (შემდგომში `ინტერრაო”), რ-იც ფუნქციონირებს შპს `მტკვარი–ენერგეტიკის” სახელწოდებით. 1998 წ. მაისიდან თბილ. სახელმწ. რაიონული ელექტროსადგურის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზბა `თ.” მის შემადგენლობაში დარჩენილი რვა ბლოკიდან მთლიანად ამორტიზებულია ექვსი და შედარებით ქმედითუნარიანია ორი (N3, N4). საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში N10 ბლოკის მწყობრიდან გამოსვლისა და საწვავის (ბუნებრივი გაზისა და მაზუთის) ქრონიკული დეფიციტის გამო სადგურში მკვეთრად იცვლებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება. `თის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (მლნ. კვტ.სთ): 1965 წ.–1447,0; 1970 წ.–4946,3; 1975 წ.–7723,9; 1980 წ.–6734,7; 1985 წ.–6948,9; 1990 წ.–5578,1; 1995 წ.–699,2; 2000 წ.–1520,1; 2005 წ.–292,1; 2010 წ.–90,6; 2012 წ.–1106,2; 2013 წ. – 816,8. `თ-ის” წილი საქართვ. ელექტროენერგიის საერთო გამომუშავებაში შეადგენს 8,3 %ს, ხოლო თბოსადგურებში – 48,1%ს (2013). `თ-ის” ქმედითობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის დონეს, ამიტომ მისი ნორმალური მუშაობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი პირობაა. დ. ჩომახიძე.