თბილქალაქმშენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილქალაქმშენი”, დედაქალაქის მთავარი სამშენებლო ორგანიზაცია. შეიქმნა 1925. წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელი ერქვა (`ახალმშენი”, `სკოლმშენი”, `თბილმშენი”, `მთავართბილმშენი”). `თბილმშენი” შეიქმნა 1935. 1947 მას შეუერთდა ტრესტი `ინჟმშენი”. 1957 `თბილმშენი” გადაკეთდა საცხოვრ. და სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოდ – `მთავართბილმშენად”, რ-საც 1959 გამოეყო `თბილგაზმშენი”. 1963-იდან `მთავართბილმშენი” საქართვ. მშენებლობის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა; მას ევალებოდა ქალაქის მეურნეობის რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი, კულტ. და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, დაგეგმარება და ა. შ. 30იან წლებში აიგო `იმელისა” და ცირკის შენობები, ფუნიკულიორის ზედა პლატო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ახლანდ. თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის აღმართს. განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში: აშენდა კინოთეატრი ს. შაუმიანის ქუჩაზე (ახლანდ. ქეთევან დედოფლის გამზირი), `საქჩაის სახლი”, სკოლები, საცხოვრ. სახლები, სპორტის სასახლე, სას.სამ. ინტი დიღომში, ქორწინების სახლი დ. უზნაძის ქუჩაზე, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, სასტუმროები: `საქართველო”, `ივერია”, `აჭარა”, `აფხაზეთი”, ფიზკულტ. და ვეტ. ინტები, თსუის მაღლივი კორპუსი, საცურაო აუზი ვაკეში, მეტეხის, ვერის, დიდუბის (ახლანდ. გალაკტიონის სახ.) ხიდები, ყველა კომუნიკაცია მტკვრის სანაპიროზე; ხელნაწერთა ინტი; განახლდა ლოკომოტივის ძვ. სტადიონი, დაიდგა შოთა რუსთაველისა და ა. გრიბოედოვის ძეგლები; აშენდა ტელეცენტრი, კავშირგაბმ. სამინისტროს, თბილ. ფოსტამტის, სამეცნ.ტექ. ბიბლიოთეკის, ჭადრაკის სასახლის შენობები; საცხოვრ. მასივები და სახლები (საბურთალო, ნუცუბიძის ზემო პლატო, ვარკეთილი, ვაზისუბანი, `სამგორი”, `თემქა”, `მუხიანი”, გლდანი, დიღომი, დიდი დიღომი, ყოფ. მერვე ლეგიონი, ქვემო და ზემო ფონიჭალა ხევძმარი, ვაშლიჯვარი და სხვ.). `მთავართბილმშენის” ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს იყვნენ: კ. მორეტი, ა. ჩიტაშვილი, გ. ვაშაკიძე, გ. კვიჭიძე, ი. ქევხიშვილი, თ. ჯანაშია, ა. თოფურია. 1975 `მთავართბილმშენს” სახელწოდება შეეცვალა და `თბილქალაქმშენი” დაერქვა. 1995 გაერთიანება `თ.” დაიყო სააქციო საზოგადოებებად, შეიქმნა 17 სააქციო საზბა, 1997 კი მოხდა მათი პრივატიზაცია. იხ. აგრეთვე სტ. თბილისი (თავი არქიტექტურა).