თბილღვინო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილღვინოს პროდუქცია.jpg

`თბილღვინო” (სააქციო საზოგადოება), ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანია. მისი ისტორია იწყება 1962იდან, როდესაც თბილისში გაიხსნა საქართველოში იმ დროისათვის ერთერთი დიდი ღვინის ქ-ნა (N3 ღვინის ქნა), რიც, როგორც სათავო საწარმო, 1974 შევიდა `სამტრესტის” შემადგენლობაში შექმნილ თბილ. საწარმოო გაერთიანება `თბილღვინოში”. 1990–92 გაერთიანების ეტაპობრივი დაშლის შემდეგ N3 ღვინის ქნას ეწოდა ღვინის წარმოების სახელმწ. სამრეწვ.კომერციული ფირმა `თბილღვინო”, რ-ის ბაზაზეც 1994 ჩამოყალიბდა სააქციო საზბა `თ.” რეორგანიზაციის შემდეგ, 1999, საწარმოში ჩატარდა რესტრუქტურიზაცია. შეიცვალა და გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და ვიზუალური მხარე. ამავე წელს `თ-მ” იქირავა პირველადი მეღვინეობის ქ-ნა კახეთში და სრული ციკლის საწარმოდ გადაიქცა, რამაც ხელი შეუწყო მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებას. 2006-იდან დაიწყო და 2008 დასრულდა `თ-ს” თბილისში არსებული მეორეული ღვინის ქნის სრული რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და გადაიარაღება თანამედროვე ევრ. სტანდარტების ტექნოლ. დანადგარებით და მოწყობილობით. 2009 კომპანიაში ინტეგრირებულად დაინერგა საერთაშ. მართვის ორი სისტემა: ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემა) და ISO 22000­ (საკვების უვნებლობის სისტემა), რამაც კომპანიას საშუალება მისცა, გააკონტროლოს ღვინის ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე. 2012 წ. სექტემბერში `თ-მ” კახეთის რეგიონში, ყვარელთან გახსნა ყურძნის პირველადი გადამუშავების საკუთარი საწარმო, რ-იც აღჭურვილია ევრ. სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე იტალ. დანადგარებით, რ-აც სეზონზე 5000 ტ ყურძნის მიღებაგადამუშავების შესაძლებლობას იძლევა. `თ.” აწარმოებს 100 დასახელების ყურძნის ღვინოს, მ. შ. როგორც ტრად. ქართულ, ისე ევრ. ტიპის ღვინოებს. პროდუქცია გამოდის სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით: `თბილღვინო”, `საქართველოს ველები”, `ივერიული”, `ადათი” და `განსაკუთრებული მარაგი”. რამდენიმე სავაჭრო ნიშნით ღვინის წარმოება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც `თს” ღვინოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნა გაიზარდა. ქ-ნის საწარმოო სიმძლავრე გათვლილია წელიწადში 6 მლნ. ბოთლი ღვინის წარმოებაზე. პროდუქციის დიდი ნაწილი საექსპორტოა და მრავალ ქვეყანაში იგზავნება. `თ.” ექსპორტის მოცულობით ლიდერობს ქართ. ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის (2009–12 წწ. მონაცემებით). კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშ. და ადგილობრივ კონკურსებში, სადაც მის მიერ გამოშვებულ ღვინოებს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ.: 10 ოქროს, 23 ვერცხლისა და 47 ბრინჯაოს მედალი (2006–13). გ. მარგველაშვილი.