თბილხელსაწყო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილხელსაწყო” (სააქციო საზოგადოება), ხელსაწყოთმშენებლობის საწარმო. ქნა დაარსდა თბილისში 1958 ხელსაწყოთმშენებლობის დარგის განვითარების მიზნით, ექვემდებარებოდა საკავშ. ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის საშუალებათა და მართვის სისტემების სამინისტროს. 1996 მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზბა `თ.” ქნაში სრულდება შემდეგი ტექნოლ. პროცესები: ლითონის მექან. დამუშავება; ფერადი ლითონისა და პლასტმასის წნევით დამუშავება; ლითონის გალვანური დამუშავება; აგრეთვე საამწყობო სამუშაოები და სხვ. ამასთანავე `თს” აქვს საინსტრუმენტო საამქრო, რიც ამზადებს სხვადასხვა სამარჯვს, ყალიბსა და შტამპს. საწარმოში ასევე მზადდება ლიფტების მართვის კარადები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროხელსაწყოები (ავტომატური ელექტროჩაიდანი პლასტმასის კორპუსით, საყოფაცხოვრებო სასწორი და სხვ.). საწარმო 2000იდან სპეციალიზებულია სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მონტაჟსა და მომსახურებაზე, ასევე აღნიშნული ლიფტების სათადარიგო ნაწილების დამზადებაზე.