თბოელექტროცენტრალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თბოელექტროცენტრალი“ (სააქციო საზოგადოება), კოგენერაციული თბოელექტროსადგური თბილისში (ყოფ. დიდუბეჩუღურეთის რნში). შეიქმნა 1997 თბილ. თბოელექტროცენტრალის (თეცი) საფუძველზე. იგი საქართველოში იყო ერთადერთი კომუნ. დანიშნულების თეცი, რიც კომბინირებულად გამოიმუშავებდა ელექტრულ და თბურ ენერგიას (ნამუშევარი ორთქლის გამოყენების შედეგად). ელექტროენერგიას აწვდიდა საქართვ. ენერგოსისტემას, ხოლო თბილ. ცენტრ. ნაწილის მოსახლეობას – სითბოსა და ცხელ წყალს. სადგურის დადგმული სიმძლავრე იყო 18 ათ. კვტ. თეცის აშენების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა თბილ. (რიც იმ დროს მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდებოდა) ელექტრომომარაგებაში არსებული სეზონური ცვალებადობის გამო. 1934 „კავკასენერგოს“ დავალებით „კომუნენერგომშენის” მოსკ. სექტორმა შეადგინა თბილ. თეცის ტექ. პროექტი, რიც დაამტკიცა თბილ. საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმმა 1936. თეცის პირველი აგრეგატი ამუშავდა 1939, ხოლო მეორე – 1940. თავდაპირველად მუშაობდა მაზუთზე, 1960იდან – ბუნებრივ აირზე. სადგური რამდენჯერმე გაფართოვდა. XX ს. 80იანი წლების დამდეგს მის თბოქსელებზე მიერთებული იყო 920 საცხოვრებელი სახლი და 240 ადმ. შენობა, აგრეთვე 480 ცხელწყალმომარაგების ბოილერი. იგი დედაქალაქის მნიშვნელოვანი სტრატეგ. ობიექტი იყო. თბილ. თეცის მიერ ცალკეულ წლებში წარმოებული ელექტროენერგია იყო (მლნ. კვტ.სთ): 1970 წ. – 86,9; 1975 წ. – 64,9; 1980 წ. – 76,0; 1985 წ. – 116,2; 1990 წ. – 96,1; 1995 წ. – 4,0; 2000 წ. – 20,3; 2001 წ. – 4,3; ამასთან ერთად ყოველწლიურად საშუალოდ გამოიმუშავებდა 396 ათ. გკალ თბოენერგიას. 1995იდან თეცი სეზონურად მუშაობდა (წელიწადში 4 თვე). ბოლო წლებში, სადგურის შეფერხებებით მუშაობის გამო, წარმოებული ელექტროენერგიის შემცირების პარალელურად მცირდებოდა თბოენერგიის გამომუშავებაც. 2001 წ. თებერვლიდან სადგური გაჩერდა. იხ. აგრეთვე სტ. თბოენერგეტიკა. დ. ჩომახიძე.