თეატრალური საზოგადოება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური საზოგადოება, შემოქმედებითი კავშირი. შეიქმნა თბილისში 1881 ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის თაოსნობით (დრამ. საზბის სახელწოდებით). განახლდა 1945. სხვადასხვა დროს საზბის თავრეები იყვნენ: შ. დადიანი, ა. ხორავა, მ. მრევლიშვილი, დ. ანთაძე, დ. ალექსიძე, გ. ლორთქიფანიძე. თ. სის მიზანია გააერთიანოს თეატრის მოღვაწეები, ხელი შეუწყოს თეატრების შემოქმედებით საქმიანობას. საზბა ატარებს სეზონის შემაჯამებელ პლენუმებს, თეორ. კონფერენციებს, შემოქმედებით და ხსოვნის საღამოებს. მას ხელმძღვანელობს გამგეობა, რსაც ირჩევს კავშირის წევრთა ყრილობა 3 წლის ვადით. საზბას აქვს აჭარის, ქუთაისის, გურიის, რუსთავის განყბები. თ. ს. გამოსცემს თეატრ. ლიტრას (ჟურნ. `თეატრი და ცხოვრება”, გაზ. `ქართული თეატრის დღე”), ანიჭებს კ. მარჯანიშვილის, ს. ახმეტელის, ვ. ანჯაფარიძის, პ. ოცხელის, ა. ხორავას სახ. პრემიებს. ტარდება ყოველწლიური კონკურსი `სეზონის საუკეთესო თეატრალური ქმნილება”. კავშირთან დაქვემდებარებულია ა. ხორავას სახ. მსახიობის სახლი. 2010იდან კავშირის თავმჯდომარეა გ. ქავთარაძე, მოადგილე – ს. მრევლიშვილი. საზბას თეატრ. მოღვაწეთათვის აქვს დასასვენებელი სახლები ბობოყვათსა და მანგლისში.