თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრის მუსიკის კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.jpg

თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი საქართველოსი, დაარსდა თბილისში 1927 დ. არსენიშვილის ინიციატივით როგორც საქართვ. სათეატრო მუზეუმი. თავდაპირველად ექვემდებარებოდა საქართვ. განსახკომს, შემდეგ – კულტ. სამინისტროს, 1962–64 – თეატრ. საზბას. მუზეუმის ფონდების შევსებაგამდიდრება უნიკალური მასალებით და მუზეუმის პროფილის გაფართოება დაკავშირებულია გ. ბუხნიკაშვილის სახელთან. 1974-იდან მუზეუმში მოხდა რეორგანიზაცია და ეწოდა საქართვ. თეატრის, მუს. და კინოს სახელმწ. მუზეუმი, ხოლო 2005იდან – თ., მ., კ. და ქ. ს. მ., არის საჯარო სამართლის იურიდ. პირი საქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. 2000 მუზეუმში ფუნქციონირებდა 3 სამეცნ. განყბა: თეატრის., სამუსიკო და კინოსი; საფონდო სექტორები: ხელნაწერების, დეკორაციულსახვითი, ფოტონეგატივების, სააფიშო, გრამფირფიტებისა და მაგნიტოფირების, საგნობრივმემორიალური, აუდიოვიდეოჩანაწერებისა. ხოლო 2013თვის იყო შემდეგი ფონდები: ქანდაკების, სააფიშო, ბიბლიოთეკისა და რარიტეტულ გამოცემათა, ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტების, მემორიალურ და ხელოვნების ნიმუშთა, ფოტო და ფოტონეგატივების, სახვითი ხელოვნების, მუსიკის. ფონდსაცავში სულ იყო 245293 ექსპონატი, მ. შ. ძვ. და თანამედროვე ქართ. თეატრის, კინოს, მუს. და ქორეოგრ. ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა, XVII–XX სს. ფერწერის ნიმუშები, სპარს. მინიატიურები, გერმ. და ფრანგ. გრავიურები, ლიტრისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების მემორიალური ნივთები და არქივები; თეატრ. კოსტიუმები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრ.დეკორ. ხელოვნების კოლექციები; კ. მარჯანიშვილის, შ. დადიანის, დ. არაყიშვილის, ვ. აბაშიძის, ლ. მესხიშვილის, მ. ბალანჩივაძის, მ. საფაროვააბაშიძის, ნ. გაბუნიას, მ. ქორელის, კ. ფოცხვერაშვილის, მ. ჭიაურელის, ვ. ანჯაფარიძის, ს. ზაქარიაძის და სხვატა პირადი არქივები; ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ე. ახვლედიანის, ვ. სიდამონერისთავის, ს. ვირსალაძის და სხვატა ნამუშევრები; თეატრის, მუსიკისა და კინოს მოღვაწეთა მემორიალური ნივთები, ისტ. დოკუმენტები; უმდიდრესი ფოტო, ფონო, აუდიო, ვიდეომასალა. მუზეუმში პირველი გამოფენა მოეწყო 1938 დ. ჯანელიძის ინიციატივით. წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული ქართ. სანახაობითი კულტურის ამსახველი მასალა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმს არ გააჩნდა საგამოფენო დარბაზები, ექსპონატები გაჰქონდათ სხვადასხვა ორგანიზაციებში, იყო მოძრავი გამოფენებიც. XX ს. 40-იან წლებში მოეწყო გამოფენები თემებზე: `ქართული თეატრის 60 წელი” (1940), `ქუთაისის თეატრის 60 წლისთავი” (1940), `მაკო საფაროვააბაშიძის ცხოვრება და შემოქმედება” (1940), `შექსპირი ქართულ სცენაზე” (1941), `საბჭოთა თეატრის 20 წელი” (1941), `კოტე მესხის ცხოვრება და შემოქმედება” (1941); ზ. ფალიაშვილის (1947), კ. მარჯანიშვილის (1947), ვ. გუნიას, ა. ყაზბეგის (1947) შემოქმედება; 1950–55 კი წარმოდგენილი იყო გ. ერისთავის, ზ. ფალიაშვილის, ლ. მესხიშვილის, შ. დადიანის, მ. ბალანჩივაძის, ვ. აბაშიძის, ა. ხორავას, ა. ფაღავას, ი. გამრეკელის, ლ. ტოლსტოის, ნ. გოგოლის ცხოვრება და შემოქმედება, პერიოდულად საიუბილეო გამოფენებს ენაცვლებოდა თემატური გამოფენებიც: `სამამულო ომის თემა ქართულ თეატრსა და კინოხელოვნებაში” (1945 და 1985), `მსოფლიო ახალგაზრდობის პრაღის ფესტივალზე ქართული ბალეტის გამარჯვებული მსახიობები” (1948); 1986 მხატვართა სახლის საგამოფენო დარბაზებში პირველად მოეწყო ქართ. თეატრის, მუს. და კინოს ისტ. ამსახველი სამუზეუმო მასალების ვრცელი რეტროსპექტული გამოფენა. იმართებოდა გამოფენები რესპ. გარეთ: `ქართული თეატრი” (ბერლინი, 1971), `ქართული საბჭოთა თეატრის 50 წელი” (სანქტპეტერბურგი, 1971), `პეტრე ოცხელის დეკორაციული ხელოვნება” (სანქტპეტერბურგი, 1978), `ქართული საბჭოთა თეატრი” (მოსკოვი, 1987); აგრეთვე პერიოდული გამოფენები: ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, ქართ. დიასპორა, ნატო ვაჩნაძე (2010), `დაბრუნებული ფერები, თურქეთი ქართულ ხელოვნებაში” (2009) და სხვ. მუზეუმი ახორციელებს საგანმან. პროგრამებს: `ქართული კინოხელოვნება”, `ქართული მულტიპლიკაცია”, `აფიშა და საზოგადოება” (2009–10) და სხვ. მუზეუმის ფილიალები: თბილისში – უ. ჩხეიძის (1955), ა. ხორავას (1976), ა. ვასაძის (1988) სახლმუზეუმები; ანაგაში – ს. ახმეტელის (1988), გურჯაანში – ნ. ვაჩნაძის (1981), დიღომში – მ. ჭიაურელის (1982–96) კერძო სახლმუზეუმები. მუზეუმის ბაზაზე მომზადდა ქართ. თეატრის, მუს. და კინოს ხელოვნების ქრონოლ. ცნობარი, ქართ. თეატრის ისტ. ნარკვევები (2 ტომი); საქართვ. მოქმედი თეატრების, მუს. და კინოდაწესებულებების, აგრეთვე ხელოვნ. გამოჩენილი მოღვაწეების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ნარკვევების კრებ. `საიუბილეო თარიღები” (1986–89), `ხელოვნების კალენდარი” (1990–96). 1996იდან გამოდის ყოველწლიური საიუბილეო ცნობარები. მუზეუმმა მოამზადა 3 ტომად ნავარაუდევი `ხელოვნების მატიანის” (თეატრი, მუსიკა და კინო) I ტომი, აგრეთვე გამოფენების თანმხლები ბუკლეტები და ღია ბარათები (2009–10).

თეატრის მუსიკის კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი საგამოფენი დარბაზი.jpg.png

მუზეუმი განთავსებულია გრაფ კ. ოლდენბურგისა და პრინცესა ს. დადიანის მიერ 1895 აგებულ სასახლეში (ი. კარგარეთელის ქ. N 6). მისი ფართობია 1749 მ 2, მუდმივი ექსპოზიციისა – 100 მ 2, საცავებისა – 491 მ 2, რესტავრაციის სახელოსნოებისა – 60 მ 2. მუზეუმს წლიურად ჰყავს საშუალოდ 5500 დამთვალიერებელი. მუზეუმის დირექტორები: დ. არსენიშვილი (1927–35); პ. პატარაია (1936); ლ. კანდელაკი (1935–37); ა. სტურუა (1938); ბ. ელიგულაშვილი (1938–39); გ. ბუხნიკაშვილი (1939–79); დ. ჯანელიძე (1979–85); ა. შალუტაშვილი (1985–2008); გ. კალანდია 2009-იდან დღემდე. გ. კალანდია.