თეატრი და ცხოვრება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თეატრი და ცხოვრება”, ქართული ყოველკვირეული თეატრალურლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1910, 1914–20, 1923–26 თბილისში. მისი დამაარსებელი და რედაქტორგამომცემელი იყო ი. იმედაშვილი. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ შ. დადიანი, ი. გომართელი, ს. ხუნდაძე. კ. ყიფიანი, ი. ვართაგავა, კ. მესხი, ს. სუმბათაშვილიუჟინი, ი. გრიშაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ს. ახმეტელი და სხვ. იბეჭდებოდა პიესები, სტატიები თეატრის ისტ. და თეორიის საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, აგრეთვე ლიტ. და იუმორისტული ხასიათის წერილები და კარიკატურები.თ. ქვარიანი.