თეატრმცოდნეობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრმცოდნეობა, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სცენური ხელოვნების თეორიასა და ისტორიას, იკვლევს თეატრალურ პროცესებს და ასახავს იმ ეპოქის იდეებს, რშიც ეს პროცესები მიმდინარეობს. თ. საქართველოში თეატრთან ერთად ჩაისახა და განვითარდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავდა სახიობის `საწურთელ და სარგებელ თვისებას”, მის აღმზრდელობით, საზოგადოებრივად სასარგებლო დანიშნულებას. თეიმურაზ I თვლიდა, რომ მისი `სასახიობო პოეზია” იყო `საწვრთნელი სულისა და გასანათები”. ქართ. სანახაობრივი კულტ. ისტ. სისტემატიზაციის წამომწყებნი იყვნენ არჩილ II, ს.ს. ორბელიანი და თეიმურაზ II, ქართ. სახიობის წარმომავლობის გარკვევას საფუძველი ჩაუყარა ვახუშტი ბატონიშვილმა. XVIII ს. ქართ. თეატრის მეთაური გ. ავალიშვილი თეატრის დანიშნულებად ადამიანის ზნეობრივ აღზრდას მიიჩნევდა. XIX ს. I ნახევარში ქართ. თეატრის ხელოვნების შესწავლაში გარკვეული წვლილი შეიტანეს თეიმურაზ, იოანე და ოქროპირ ბატონიშვილებმა. განმანათლებლობის მოძრაობას დაუკავშირეს თეატრის არსებობა და განვითარება ს. დოდაშვილმა, გ. ერისთავმა და გ. ორბელიანმა. პირველი ბეჭდვითი ორგანო, სადაც ქართ. თეატრზე წერილი გამოქვეყნდა, იყო `სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი” (რედ. ს. დოდაშვილი). გ. ერისთავის მიერ ქართ. პროფ. თეატრის აღდგენასთან დაკავშირებით 1850–56 ქვეყნდება ნარკვევები და წერილები ძვ. ქართ. თეატრსა და სანახაობაზე (ნ. ბერძნიშვილი, დ. ყიფიანი, რ. ერისთავი, ა. ჯამბაკურორბელიანი და სხვ.). პირველი ქართ. თეატრ. კრიტიკოსი და თეატრის მემატიანე იყო ცნობილი ლიტ. და საზ. მოღვაწე მ. თუმანიშვილი. XIX ს. 60იანი წლებიდან რევ.დემოკრ. იდეები თშიც შეიჭრა. ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. წერეთლის და სხვა ქართ. მოღვაწეთა წერილებმა თეატრ. ხელოვნების შესახებ, ნიადაგი მოუმზადა ქართ. თეატრის განახლებას. მუდმივი ქართ. დრამ. დასის ჩამოყალიბების შემდეგ (1879) ქართ. პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა სტატიები ქართ. სპექტაკლებზე, თეატრის პრობლემატურ საკითხებზე. ქართ. თეატრის კრიტიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობდა სპეც. თეატრ. პერიოდული ორგანოები: `თეატრი”, `თეატრი და ცხოვრება”. გარკვეული წვლილი ქართ. თეატრის ისტ. შესწავლაში შეიტანეს ა. ხახანაშვილმა, ვ. გუნიამ, ზ. ჭიჭინაძემ, გ. წერეთელმა. ქართ. თეატრის ისტორიას შრომები, ნარკვევები და წერილები მიუძღვნეს ს. ამაღლობელმა, ა. დუდუჩავამ, ბ. ჟღენტმა, კ. ბუაჩიძემ, გ. თავზიშვილმა. თეატრ. ხელოვნების მაღალ მეცნ. დონეზე შესწავლას თავიანთ ნაშრომებით ხელი შეუწყვეს ივ. ჯავახიშვილმა, კ. კეკელიძემ, გ. წერეთელმა, ს. ყაუხჩიშვილმა, შ. ამირანაშვილმა, ვ. კოტეტიშვილმა, ი. გრიშაშვილმა, გ. ლეონიძემ, ვ. ბარდაველიძემ, მ. აბრამიშვილმა, ტ. რუხაძემ, ა. გაჩეჩილაძემ, გ. ჯიბლაძემ, გ. ციციშვილმა, გ. ბუხნიკაშვილმა, ს. გერსამიამ. ქართ. თს ფართო სარბიელი გაუხსნა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინტში თის ფაკტის და თეატრ. ისტ. კათედრის ჩამოყალიბებამ (კათედრის პირველი გამგე ა. ფაღავა), თეატრ. საზბის, თეატრ. მუზეუმის და გამომცემლობა `ხელოვნების” დაარსებამ. 1970 თეატრ. ინტთან ჩამოყალიბდა თეატრ. და კინოს ისტ. და თეორიის სამეცნ.კვლ. სექტორი (ხელმძღვ. დ. ჯანელიძე), თის, კინომცოდნეობის, შემოქმედებითი ფსიქოლ. და კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის ჯგუფებით (შემდგომში სამეცნ.კვლ. ცენტრი). მონოგრაფიებში დამუშავებულია შემდეგი საკითხები: ქართ. თეატრის საწყისები, სახიობა, ძვ. ქართ. თეატრი, XIX ს. ქართ. თეატრი, ქართ. საბჭოთა თეატრ. ისტორია, ქართ. თეატრ. კრიტიკისა და თის ისტორია (დ. ჯანელიძე, ე. გუგუშვილი, ნ. შალუტაშვილი, ნ. ურუშაძე, ვ. კიკნაძე), კ. მარჯანიშვილის შემოქმედება (ე. გუგუშვილი, დ. ჯანელიძე), ს. ახმეტელის შემოქმედებითი მემკვიდრეობა (ვ. კიკნაძე, ნ. ურუშაძე), ქართ. თეატრ. აზროვნება XIX ს. და XX ს. დასაწყისში (სერია `ქართული თეატრის მოღვაწენი სასცენო ხელოვნების შესახებ”, 10 წიგნად, დ. ჯანელიძის რედაქციით), რუსთაველის თეატრ. ისტორია, თეატრ. ურთიერთობანი (ნ. შალუტაშვილი, ი. ბაქანიძე, დ. ჩხიკვიშვილი), საზღვარგარეთის თეატრ. ისტორია და თეორია (ე. თოფურიძე), ქართ. რეჟისურის ისტორია (ვ. კიკნაძე), საბალეტო ხელოვნება და ქართ. ხალხ. ქორეოგრაფია (ლ. გვარამაძე), მსახიობისა და რეჟისორის ხელოვნება (დ. ალექსიძე, მ. თუმანიშვილი, ა. ხორავა, ა. ვასაძე, ა. ფაღავა, ვ. ანჯაფარიძე, დ. ჯანელიძე, ე. გუგუშვილი, ნ. ურუშაძე, ნ. შალუტაშვილი, ვ. კიკნაძე, ნ. გურაბანიძე, ნ. შვანგირაძე და სხვა). ქართვ. თეატრმცოდნეები ნაყოფიერად მოღვაწეობენ თეატრის კრიტიკის სარბიელზე. XX ს. 80–90იან წლებში და XXI ს. პირველ ათწლეულში უფროს თაობასთან ერთად აქტ. საქმიანობას ეწევიან ახ. თაობის თეატრმცოდნეები, რებიც აქტიურად მონაწილეობენ კრიტ. დარგში. მიმდინარეობს ქართ. თეატრ. ისტორიისა და თანამედროვეობის პრობლემების კვლევა. შეიქმნა მნიშვნელოვანი შრომები საზღვარგარეთის თეატრზე, ქართ. თეატრ. ისტორიისა და დრამის თეორიის დარგში. მ. შ. საყურადღებოა ნ. ურუშაძის `ვალერიან გუნია” (1987, კ. მარჯანიშვილის პრემია). ნ. გურაბანიძის მონოგრაფიული ნარკვევები: `რეჟისორი რობერტ სტურუა”, `ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე”, მიხეილ თუმანიშვილის თეატრი” (რუსთაველის პრემია 2011), აგრეთვე `სამყარო თეატრალის თვალით” (საქართვ. სახელმწ. პრემია, 1998), `გამარჯვების გზით” (მარჯანიშვილის პრემია, 1981). ვ. კიკნაძის `ქართული დრამატული თეატრის ისტორია”) (ტ. I–II, 2001–02). `ქართული რეჟისურის ისტორიის ნარკვევები” (1982; საქართვ. მეცნ. აკად. და საქართვ. უმაღლესი განათლების სამინისტროს პრემია), `ცხოვრება სანდრო ახმეტელისა” (1987 – კ. მარჯანიშვილის სახელმწ. პრემია). გამოქვეყნდა ნ. არველაძის `თეატრმცოდნეობის კვლევის ძირითადი ფორმები” (1998), `ცის ბინადარი ბერიკები” (2005), მ. გეგიას `ზეცნობადი თეატრალურ ხელოვნებაში”, მ. კალანდარიშვილის `მოდერნიზმი ქართულ თეატრში” (2007), ნ. მაჭავარიანის `ნარკვევები ევროპული დრამატურგიის ისტორიიდან” (2010), გ. ცქიტიშვილის `ამბავი ყოფილთა ქართულ სცენაზე”, ლ. ღონღაძის `ოთარ მეღვინეთუხუცესი”, მ. კიკნაძის `ნატო გაბუნია”, გ. მეგრელიძის `რღვევა” რუსთაველის თეატრში და სხვა. 80იან წლებში ასპარეზზე გამოვიდნენ ახ. თაობის თეატრმცოდნეები (გ. ცქიტიშვილი, ლ. ხეთაგური, გ. ჩართოლანი, თ. ბოკუჩავა, მ. გოშაძე, მ. ტურიაშვილი, თ. ქუთათელაძე, მ. ვასაძე, ფ. ყუშიტაშვილი და სხვები), რებიც აქვეყნებენ შრომებს ქართ. თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობის საკითხებზე. ქართვ. თეატრმცოდნეები სამეცნ. მუშაობასთან ერთად ეწევიან საგანმან. საქმიანობას, კითხულობენ ლექციებს. მრავალ თეატრმცოდნეს დაცული აქვს დისერტაცია და მინიჭებული აქვს ხელოვნებათმცოდნეობის მეცნ. დოქტორის ხარისხი. თეატრ. კრიტ. სფეროში მოღვაწეობენ ლ. ოჩიაური, მ. გეგეჭკორი, ნ. ხურცილავა, მ. გურგენიძე, მ. წულაძე, ს. კილასონია, თ. ქუთათელაძე, ნ. მაჭავარიანი, გ. მეგრელიძე, ვ. ძიგუა, გ. ყაჯრიშვილი, ლ. ჩხარტიშვილი, ნ. აბულაძე და სხვ. საზღვარგარეთის თეატრ. პრობლემებზე – ი. ღოღობერიძე, ლ. ხეთაგური, ნ. მაჭავარიანი, გ. მამულაშვილი, თ. ბოკუჩავა და სხვ. თეატრ. ინტის კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ თეატრ. ხელოვნების სხვადასხვა სფეროში (თეატრ. და კინოს ინტი, ტელევიზია, მასმედია, სახელმწ. და საზ. დაწესებულებები). სხვადასხვა დროს შედგენილ იქნა და გამოიცა მსოფლიო თეატრ.ლექსიკონი (მ. გეგია), კრებ. სასცენო მეტყველების პრობლემებზე (ლ. ღონღაძე), რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრის ალბომები (კ. ნინიკაშვილი), დაიბეჭდა ნ. გურაბანიძის, ვ. კიკნაძის, კ. ნინიკაშვილის მემუარული ლიტრა. დ. ჯანელიძე. ვ. კიკნაძე.