თეატრონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრონი, თეატრის ცნების აღმნიშვნელი სიტყვა ძველ ქართულში. საბერძნეთიდან შემოსული ეს ტერმინი იხმარებოდა ქართ. `სახილველის” პარალელურად. თიდან ნაწარმოები იყო ტერმინები: `სათეატრონე” (სცენა), `მეთეატრონეობა” (თეატრ. შემოქმედება, საქმიანობა), `თეატრონის მოყვარული”. შუა საუკუნეების ტერმინმა ახ. მნიშვნელობა შეიძინა: საბას განმარტებით, თ. იყო ადგილი, სადაც `სტანჯვიდიან წმიდათა მოწამეთა ყოველთა დასანახველად”.