თებრონე მიდის წყალზედა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თებრონე მიდის წყალზედა”, ქართული (ქართლკახური) კუპლეტური, სოლისტისა და გუნდის მონაცვლეობაზე აგებული ლირიკულსატრფიალო ხალხ. სამხმიანი სიმღერა. აქვს უცვლელი ტექსტი. ასახავს ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ურთიერთობას ქალისათვის `დრამატულ” (`თებრონემ კოკა გატეხა, ცრემლი მოადგა თვალზედა”) ვითარებაში. არსებობს ვარაუდი, რომ ადრე ეს სიმღერა შრომის პროცესთან (წყლის ზიდვასთან) იყო დაკავშირებული. ლიტ.: ჩხიკვაძე გრ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ.1, თბ., 1960. კ. ჭოხონელიძე.