თებულო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თებულო, უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის (თუშეთის) ქედზე. სიმაღლე 3342 . თ-ს მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებით. თხემური ნაწილი კლდოვანია, მოკლებულია მცენარეულ საფარს, ქვემოთ ალპ. საძოვრებია. უღელტეხილი მდ. პირიქითის ალაზნის სათავეს (ქვახიდისწყალი) აკავშირებს ჩრდ-ით მდებარე თებულოს ხეობასთან (ქისტეთი). გ. კურდღელაიძე.