თებულოსმთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თებულოსმთა, დაქუეხი, მთა ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, პირიქითის (თუშეთის) ქედზე. სიმაღლე 4498 . აგებულია იურული თიხაფიქლებით. თ-იდან მდინარეების ანდაქის, არღუნისა და პირიქითის ალაზნის ხეობებში ეშვება მყინვარები. ლ. მარუაშვილი.