თეგეტა მოტორსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეგეტა მოტორსი.jpg

`თეგეტა მოტორსი”, ჰოლდინგური კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სპექტრს. დაფუძნდა 1995 როგორც შპს `ავტოექსპორტი” (დაკავებული იყო ავტოსათადარიგო ნაწილების იმპორტით), 2001-იდან კი გარდაიქმნა ჰოლდინგურ კომპანიად, რიც, თავის მხრივ, აერთიანებს რამდენიმე კომპანიას. `თ. მ.” ცნობილი ბრენდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მას გააჩნია ფილიალები საქართვ. ყველა დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ახალციხეში (2013 წ. მონაცემებით 18 ფილიალი).

`თ. მის” ცენტრ. სერვისცენტრი გაიხსნა 2008 (თბილისი) და წარმოადგენს ერთერთ თანამედროვე და მოდერნიზებულ სერვისცენტრს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ემსახურება როგორც სატვირთო ავტომობილებს და ავტობუსებს, ასევე მსუბუქ ავტომობილებს, სპეცტექნიკას, სას.სამ. დანიშნულების ტექნიკას. სპეც. ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით ახორციელებს სასოფლო, სამშ. და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას. პროექტი განხორციელდა გერმ. პარტნიორთან (`MAN Nutzfahrzeuge AG) ერთად. უჭირავს 10000 მ 2-ზე მეტი ფართობი, აღჭურვილია დიაგნოსტიკის უახლესი დანადგარებით. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: 1. შპს `თეგეტა თრაქ ენდ ბასი” („Tegeta Truck & Bus“, დაარსდა 2005), რ-იც უმსხვილესი გერმ. მანქანათმშენებელი კონცერნის `მან ნუცფაარცოიგ აგის” (`MAN Nutzfahrzeuge AG") ოფიც. პარტნიორია საქართველოში. სპეციალიზდება სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშ. ტექნიკის, სპეც. ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციისშემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში; 2. შპს `თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენთი” („Tegeta Construction Equipment““, დაარსდა 2007), წარმოადგენს ბრიტანული კომპანია `ჯეისიბიის” (JCB) ოფიც. პარტნიორს საქართველოში, რიც სპეციალიზდება საგზაო და სამშ. ტექნიკის რეალიზაციისა და მისი შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში; 3. შპს `თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი” („Tegeta Premium Vehicles“,, დაარსდა 2008), არის ავტომწარმოებლების `პორშესა” (გერმანია) და `მაზდას” (იაპონია) ოფიც. წარმომადგენელი საქართველოში; 4. შპს `ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია” (TDC, დაარსდა 2010), რიც დაარსების დღიდან წარმოადგენს კომპანია `შელის” (ბრიტანეთიჰოლანდია) საცხებსაპოხი მასალების რეგიონალურ დისტრიბუტორს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; 5. შპს `ტოიოტა ცენტრი თეგეტა” (დაარსდა 2013), `ტოიოტას” მარკის ავტომობილების ოფიც. დილერი და ავტორიზებული სერვისცენტრია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს `ტოიოტას” უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგ. ავტოსათადაროგო ნაწილებს, აქსესუარებს და ტექ. მომსახურებას. `თ. მს” ურთიერთობა აქვს მსოფლიოს მრავალ კომპანიასთან, საქართველოში კი 300მდე პრემიუმ ბრენდის ოფიც. წარმომადგენელია დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებით. `თ. მმა” საქართველოში პირველმა დანერგა (2009) ბიზნესის მართვისა და ბიზნესპროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული, ძვირადღირებული თანამედროვე პროგრამა `SAP" , რიც უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციას, მუშაობის ეფექტურობას, სწორი გადაწყვეტილებებისა და სწრაფი ინფორმაციის მიღებას, გარდა ამისა _ ფინანსების აბსოლ. გამჭვირვალობას. `თ. მ.” პირველი კომპანიაა საქართველოში, რსაც ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2000 და ISO 9001:2008 სტანდარტის საერთაშ. ხარისხის სერტიფიკატი აქვს მინიჭებული. თ. [[სეფერთელაძე]].