თეგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეგი, რკინის საჭრისი, ტარდაგებული ხელსაწყოიარაღი, რ-საც პირი დაფოლადებული ან ნაწრთობი ჰქონდა. საქართველოში ხელოსნები იყენებდნენ სატვიფრად, საქლეშად, ვარაყის ბუდის ამოსაჭრელად და სხვ. თ-ით ღარავდნენ სატევრისა და ხმლის პირებს. დანიშნულების მიხედვით, თ-ს სხვადასხვა მოყვანილობის პირი ჰქონდა: წვერიანი, ბრტყელი, ბლაგვი, ღარული, ცალფრთიანი, სამნეკნიანი და სხვ. თ. ერქვა აგრეთვე დამღის საბეჭდავებს, ზოგან კი – ფიჩხის მახვილად წაკაფულ ძირებს. გ. ჯალაბაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თეგი&oldid=10584-დან“