თედეევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თედეევი გიორგი სარდიონის ძე (დ. 3.XI. 1926, სამხრეთ ოსეთის აო), ოსი მსახიობი – მოცეკვავე, ქორეოგრაფი. საქართვ. სახ. არტისტი (1965). დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიის საგუნდოსადირიჟორო ფაკტი. 1943–66 მოღვაწეობდა ყოფ. სამხრეთ ოსეთის აოის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, როგორც ოსური ხალხ. ცეკვების სოლისტშემსრულებელი, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. პარალელურად 1948–52 იყო ჯავის რნის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი, 1954–55 – ცხინვალის კულტ. სახლის დირექტორი, 1957იდან – საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. დამს. აკად. ანსამბლის (ხელმძღვ. ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი) სოლისტი–მოცეკვავე. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ოსური ლირ. ცეკვის `ხონგაქავთის” (ცეკვა `მიპატიჟება”) მაღალპროფესიული შესრულებით. მაღალი ოსტატობა, მოხდენილი სვლა, მკაცრი, თავშეკავებული პლასტიკა საშუალებას აძლევდა თს შეექმნა ამა თუ იმ ხალხ. ცეკვის დასამახსოვრებელი, საინტერესო ვარიანტი. 90იანი წლებიდან საცხოვრებლად გადავიდა ცხინვალში. მისი სახელი მიენიჭა ცხინვალის #1 მუსიკალურ სკოლას.