თედეევი (თედეთი)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თედეევი (თედეთი) ოლღა გიორგის ასული (25. XII. 1921, თბილისი, – 16. X. 1999, იქვე), აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1975). 1943 დაამთავრა თსუის ფილოლ. ფაკტის კავკ. ენების განყბა. 1950–51 იყო ცხინვალის პედ. ინტის პედაგოგი, კითხულობდა ლექციებს ქართ. დიალექტოლოგიაში. 1961იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მეცნ. აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინტის ინდურირან. ენების განყბაში – იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. ინტში მუშაობის დროს მან არაერთი ოსოლოგი აღზარდა. თ. იკვლევდა ქართ.ოსური კულტ.ენობრივი ურთიერთობის საკითხებს; გამოავლინა ქართ. ნასესხობანი ოსურში და, პირიქით, ოსური ნასესხობანი ქართულში. მნიშვნელოვანი გამოკვლევები, მიძღვნილი ქართ.ოსური ენობრივი საკითხებისადმი, განზოგადდა მის მონოგრაფიაში `ნარკვევები ქართულოსური ენობრივი ურთიერთობიდან” (1983). თმა თარგმნა ოსური ფოლკლორის ცნობილი ძეგლი `ნართების ეპოსი” (`არმაღანი” II, 1977; III, 1982); ყურადღება მიაქცია ეპოსის ე. წ. ამოუხსნელ სიტყვებს და ბევრი მათგანის წარმომავლობა და მნიშვნელობა დაადგინა; შეისწავლა ოსი პოეტის ი. იალღუზიძისა და დანიელ ჭონქაძის შემოქმედება (ამ უკანასკნელის როგორც ოსოლოგისა). თხზ.: მემცენარეობის ქართული ლექსიკა ოსურში, თბ., 1975; დანიელ ჭონქაძე როგორც ოსოლოგი, თბ., 1979; პირველი ოსური ხელნაწერების ენა, თბ., 1985; ნარკვევები ოსურქართული ენობრივი ურთიერთობიდან, თბ., 1988.