თედიაშვილი ალექსანდრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა ტედიაშვილი.png

თედიაშვილი ალექსანდრე ვლადიმერის ძე (4. VIII. 1913, თბილისი, – 8. VI. 2014, იქვე), მსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1980). 1936–41 იყო ცხინვალის სახელმწ. თეატრის ქართ. დასის, ხოლო 1941–46 შორეული აღმოსავლეთის ფრონტის პირველი წითელდროშოვანი ანსამბლის მსახიობი, 1947–52 მოღვაწეობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახ. სახელმწ. თეატრში, 1952 – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათოკომედიურ როლებს. მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია იმპროვიზაციულობა, მგზნებარე ტემპერამენტი, მოქნილობა და თავისუფლება. როლები: ქუჩარა (პ. კაკაბაძის `ყვარყვარე თუთაბერი”), ავეტიკა (ა. ცაგარლის `რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”), ელესია, შმაგა (ა. ოსტროვსკის `უეცარი სიმდიდრე”, `უდანაშაულო დამნაშავენი”), მირზა (ი. მოსაშვილის `ჩაძირული ქვები”), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის `ნაცარქექია”) და სხვ. თის შესრულება გამოირჩეოდა სასცენო მეტყველების ოსტატობით, მეტყველი მიმიკით. 1957იდან მუშაობდა ცირკში – იყო საცირკო ხელოვნების პირველი ქართვ. კომიკოსი (ჯამბაზი), 1963–68 – ქართ. ცირკის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი ავტორობით და რეჟისორობით 1965 დაიდგა საბავშვო საცირკო წარმოდგენა `ლურჯი მთების ლეგენდა” და მრავალი კლოუნადა. 1976–2004 იყო საცირკოსაესტრადო სასწავლებლის პედაგოგი. ავტორია წიგნისა `ცირკი – საოცრებათა ხელოვნება” (2004). დაჯილდოებულია `ღირსების ორდენით” (2000).

ა ტედიაშვილი ჯამბაზი.png