თედიაშვილი ლევან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლ თედიაშვილი.png

თედიაშვილი ლევან ქიტესას ძე (დ. 15. III. 1948, სოფ. ზემოუბანი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1971). დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინტი (1971) და თსუ (1978). ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, მიუნხენი; 1976, მონრეალი) თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1971, 1973, 1974, 1975) და მეორე პრიზიორი (1978); მსოფლიო თასის მფლობელი (1979). მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1973), ევრ. სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1971, 1973, 1974). მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973), ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რიც ჩემპიონის ტიტულს სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ფლობდა. გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფანდების მრავალფეროვნებით, დახვეწილი ტაქტიკური ოსტატობით, დიდი ფიზ. ძალით და გამძლეობით. მწვრთნელი – ვ. ბალავაძე. საქართველოს პარლამენტის წევრი (1995–99). სამჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1971, 1973–74) და საქართველოს XX ს. საუკეთესო სპორტსმენად (ბრინჯაოს პრიზი). 1987 შეასრულა მთავარი როლი რეჟისორ გ. შენგელაიას მიერ გადაღებულ ფილმში `ხარება და გოგია”. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (1995), ღირსების (1998), სეოკის და ფილას ორდენები. თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).