თედორაძე ომარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თედორაძე ომარ მიხეილის ძე (დ. 14. V. 1948, სოფ. თოკი, ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი), ინჟინერმექანიზატორი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000). 1972 დაამთავრა საქართვ. სას.სამ. ინტის მექანიზაციის ფაკტი. 1978 მუშაობა დაიწყო საქართვ. აგრ. უნტში. 1980 აირჩიეს მოსავლის ამღები მანქანების კათედრის გამგედ. 2005–06 იყო აგროსაინჟ. ფაკტის დეკანი და სოფ. მეურნ. მექანიზაციის დეპარტამენტის უფროსი. 2008–10 ხელმძღვანელობდა საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული მართვის დეპარტამენტს, ხოლო 2010იდან – ამავე სამინისტროს ტექ. და ტექნოლოგიების სამმართველოს. შეთავსებით ლექციებს კითხულობდა საქართვ. ტექ. უნტის სატრანსპ. და მანქანათმშენებლობის ფაკტზე. თის ძირითადი შრომები ეხება მცენარეული მასის ჭრის თეორიას და შესაბამისი მანქანების კონსტრუქციების სრულყოფას. ავტორია პრაქტ. რეკომენდაციებისა ფერმერთათვის და სახელმძღვანელოებისა აგროსაინჟ. ფაკტის სტუდენტებისათვის. მიღებული აქვს 17 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. არჩეულია სომხეთისა და აზერბაიჯანის აგრ. უნტების საპატიო დოქტორად. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002). თხზ.: მცენარეული მასალების ჭრისა და დაქუცმაცების პროცესების ოპტიმიზაცია, თბ., 1991 (თანაავტ.: რ. მახარობლიძე, ჯ. მარგოშვილი).