თედორაძე სერგო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს თედორაძე.png

თედორაძე სერგო გედევანის ძე (20. VII. 1918, სოფ. ქვაბღა, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 22. IV. 1995, სოფ. ახალუბანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი), სწავლული აგრონომი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1986), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986). 1947 დაამთავრა საქართვ. სას.სამ. ინტის აგრონომიული ფაკტი. 1970-იდან იყო საქართვ. სოფ. მეურნ. სამინისტროს ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნ.კვლ. ინტის სელექციაგენეტიკის განყბის გამგე, 1975-იდან – ამავე ინტის დირექტორის მოადგილე სელექციის დარგში, 1976–92 იყო ამიერკავკ. სელექციური ცენტრის მეცნ. ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით საქართველოში შეიქმნა ინდუცირებული მუტაგენეზის სკოლა. თმ გამოიყენა ატომური იზოტოპები მცენარეთა სელექციაში, შექმნა სას.სამ. კულტურების 18 ჯიში. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა მცენარეთა სელექციაგენეტიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო, მ. შ. საბრძოლო ჯილდოები. გ. ქველაძე.