თედორობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თედორობა, თევდორობა, ქრისტიანი წმინდანის თედორეს (თევდორეს) სახელობის დღე. მოდის დიდმარხვის პირველი კვირის შაბათზე. წმ. თედორე წარმართული აგრ. ღვთაების მემკვიდრეა. თ. საქართველოსა და ბალკანეთში შემონახულია, როგორც მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისადმი, კერძოდ, ცხენისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო დღეობა. მას გადმონაშთის სახით შემორჩა თავდაპირველი, აგრ. ხასიათის მანიშნებელი უძველესი წარმართული წესჩვეულებანი (რიტუალური ხვნათესვა, ლოცვა მოსავლის ბარაქიანობისათვის კერასთან, საცეხველთან და სხვ.). ლიტ.: Брегадзе Н. А., К вопросу о характере одного из грузинских народных календарных праздников („Тедороба“), «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1970, ტ. 15. ნ. ბრეგაძე.