თევდორაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ო თევდორაძე.png


თევდორაძე ოთარ ლავრენტის ძე (1. V. 1923, თბილისი, – 21. VIII. 1983, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1982) და აფხ. არის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1963). 1949 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1957–61 იყო თბილ. I სამუს. სასწავლებლის დირექტორი. ნაწარმოებები: ოპერები – `ლეგენდა თბილისზე” (დაიდგა 1958) და `სინათლე და ჩრდილი” (1970); სამი სიმფონია (1964, 1965, 1969); სიმფ. პოემა `რუსთავი” (1948), `ქართული სიუიტა” (1958), გმირულფანფარული ხასიათის `საზეიმო უვერტიურა” სიმფ. ორკესტრისათვის (1961, II რედ. 1972), საფორტეპიანო კონცერტი N2 (1973), ოპერეტა `შვეიკი მიდის ომში” (1967). პოპულარობა მოიპოვა თ-ის სიმღერებმა (300-ზე მეტი), რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩევა `ძველი თბილისური”, `დედა”, `მეგობარს”, `შენ საქართველო გქვია”. თ. სიმღერათა რესპუბლიკური და ყოფილი საკავშ. კონკურსების ლაურეატია.