თევდორეს სამლოცველო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევდორეს სამლოცველო, შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში ბაიებიდან სოფ. ანდრიაწმინდაში მიმავალი გზის მარჯვნივ, ნამოსახლარ ღრომას მახლობლად. ერთნავიანი პატარა ნაგებობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით, გადახურულია კამარით, რსაც ქვის ფილების საბურავი ფარავს. ინტერესს იწვევს საბურავის კეხის მორთულობა. აღმით, კეხზე, ქვით გამოქანდაკებული ცხვრის თავია, რიც მთელ ფასადს აგვირგვინებს, ხოლო დასით, სათანადო ადგილას – ეკლესიის მცირე მოდელი. ასეთი სამკაულები საქართველოში გავრცელებულია. წმ. თევდორეს ცხვარი ერთი საუკეთესოთაგანია ამგვარ სამკაულთა შორის. ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970