თევზაძე ანდრო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე ანდრო რაჟდენის ძე (3. I. 1912, სოფ. გომი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 6. IV. 1974, თბილისი), პოეტი. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1936იდან. თსუის დამთავრების შემდეგ (1940) მუშაობდა ჟურნ. `ოქტომბრელის” პ/მგ მდივნად, `კომუნისტის”, `ახალგაზრდა კომუნისტის”, `ლიტერატურა და ხელოვნების” რედაქციებში; 1952-იდან საქართვ. მწერალთა კავშირის აჭარის განყბის პ/მგ მდივანი იყო, ხოლო 1953–58 – გამომც. `საბჭოთა მწერლის” დირექტორი. თის მთავარი პოეტური კრებულებია: `ვარსკვლავების ღიმილი” (1948), `ლექსები, პოემა” (1954), განახლდა გული” (1971) და სხვ. მას ეკუთვნის მონოგრაფია `უშანგი ჩხეიძე” (1952, 1961), კრებ. `ლიტერატურული წერილები და ნარკვევები” (1962) და სხვ. თხზ.: რჩეული, თბ., 1965; ერთტომეული, თბ., 1975