თევზაძე გელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე გელა გურამის ძე (27. IV. 1966, თბილისი, – 8. VIII 2012, თელავი), ბიოლოგი, გენეტიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (2001), დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკ. სახელმწ. უნტი (1988). მიწვეული იყო სამეცნ. კვლევების ჩასატარებლად ჩიკაგოს (აშშ, ილინოისის შტატი) უნტის უჯრედული ბიოლ. და მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტში (1992–2001) გაიარა პოსტდოქტორანტურა (1998_2001), იყო ამავე დეპარტ. პროფესორი (2001_06); ჟენევის (შვეიცარია) უნტის მოლეკულური ბიოლ. დეპარტ. მიწვეული მეცნიერი (200708); თბილ. თავისუფალი უნტის სრული პროფესორი (2010–12), სადაც დააარსა მოლეკულური ბიოლ. და გენეტიკის ლაბორატორია, რ-იც მისივე სახელობისაა გარდაცვალების შემდეგ). თ-ის სასწ.პედ. საქმიანობა მოიცავდა მოლეკულური გენეტიკის, ასევე მოლეკულური და უჯრედული ბიოლ. თანამედროვე საკითხების სწავლებას აკად. განათლების ყველა დონეზე. თის კვლევის სფეროს წარმოადგენდა მეიოზის გენეტ. კონტროლი, მეიოზის დროს იმ გენეტ. მექანიზმების ახსნა, რებიც კოორდინაციას უწევს მეიოზურ დაყოფას; სპეციფ. ტრანსკრიფცია, ფოსფოლიპაზების და ლიპიდოდამოკიდებული ცილები გამეტოგენეზში; თ-ის სამეცნ. შრომები ფოკუსირებულია ფოსფოლიპაზების, ლიპიდებთან შეჭიდული და ლიპიდების დამაკავშირებელი პროტეინების როლის შესწავლაზე; მეიოზურ დაყოფასა და სპორების ფორმირებას შორის ურთიერთკავშირზე მექანიზმებში. აღნიშნული პროცესების მოდელირება ხორციელდებოდა სოკო charomyces cerevisae მისი სპორულაციის პროცესში. იკვლევდა პროტეინების აღნიშნული სამი კლასის ლიპიდური სიგნალირების პროცესებში მონაწილეობას. თ. არის მრავალი სამეცნ. სტატიის (მათგან უმეტესობა გამოქვეყნებულია აშშ მეცნ. ეროვნ. აკად. შრომებსა და შვეიცარიის სამეცნ. ჟურნალებში) და მონოგრაფიის თანაავტორი. თხზ.: Биология в вопросах и ответах. М.Б. Беркинблит, С. М. Глаголев, М. В. Голубев, Т. Ю. Минаев, А. Р. Мушегян, В. Г. Онипченко, Г. Г. Тевзадзе, С. Б. Язвенко, Л. Ю. Ямпольский, М., 1994 (თანაავტ.). გ. კამკამიძე.