თევზაძე გიგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე გიგი გურამის ძე (დ. 22.VI.1967, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკტი (1989). სხვადასხვა დროს მუშაობდა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა აღდგენის ცენტრში ­(NACRES) (1986–89); თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკტზე (1992–97); საზ. აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინტში (IPM) (1996–98); საქართვ. პარლამენტში (1997–99); თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკტზე (1997–2002); თბილ. ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწ. უნ-ტის ფილოს. და სოციალურ მეცნ. ფაკტის, სოციოლოგიის კათედრის გამგე (2002–06); განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის `ილია ჭავჭავაძის” დირექტორი (2004–06). ილიას სახელმწ. უნ-ტის რექტორი (2006–14), ილიას სახელმწ. უნტის 4D კვლევის ინტის დირექტორი (2013-იდან). თის კვლევის ძირითადი სფეროებია: სოც. მეცნიერება, ფილოსოფია, ადამიანის ქცევის ევოლუცია, იდეების ისტორია. გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია და 2 მხატვრული წიგნი. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა ქართ., ინგლ., გერმ., მაკედონიურ და რუს. ენებზე. თხზ.: ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა), თბ., 1993; მომავლის ნიშნები, თბ., 1995; საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები, თბ., 1999; ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია, თბ., 2001; სოციალური ქცევის ევოლუცია ჰომომდე და შემდეგ, თბ., 2013 (ქართულ და ინგლისურ ენებზე).