თევზაძე გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ა თევზაძე.png

თევზაძე გიორგი არტემის ძე [22.VI (5.VII). 1914, ახალსოფელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 23. VIII. 1988, თბილისი], ასტრონომი და მექანიკოსი. ფიზიკამათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). დაამთავრა თსუ (1934). 1940–44 მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1963-იდან იყო სპიის თეორ. მექან. კათედრის პროფესორი. თმ პულკოვოს აბსერვატორიაში დაამუშავა ასტრონ. ხელსაწყოს `ცაფვების” – სამაჯურების გამოკვლევის ახ. ზუსტი ე. წ. `ავტოკოლიმაციური” მეთოდი, 1940 განსაზღვრა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის გეოგრ. კოორდინატები 1942 წ. 15 დეკემბერს თ-მ აღმოაჩინა კომეტა, რ-საც 1985-მდე უწოდებდნენ უიპლ–ფედტკე–თევზაძის კომეტას. შემდგომ წლებში ასტრონომებმა ლ. ოტერმამ (ფინეთი) და დ. დუბიაგომ (სსრკ) გამოთვლების საფუძველზე ეს კომეტა გააიგივეს მარსელის ობსერვატორიაში კოჯიას მიერ 1867 აღმოჩენილ კომეტასთან, რის შედეგადაც ლიტრაში შევიდა ახ. სახელწოდებით – სტეფან–ოტერმას კომეტა. 1942 წ. 26 დეკემბერს თ-მ აღმოაჩინა კომეტა 1942 I, რის აღმოჩენისათვის დააჯილდოვეს წყნარი ოკეანის ასტრონ. საზბის დონოეს სახ. მედლით `კომეტის აღმოჩენისთვის”. თ-მ გამოიკვლია `ტრაპეციის ტიპის” ჯერად ვარსკვლავთა სისტემების მდგრადობის საკითხი. მისი მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა (1961) პირველი ქართ. ასტრონ. კალენდარი `წელიწდეული”. 1979 (II გამოც. 1984) გამოიცა თ-ის გამოკვლევა `რუსთაველის კოსმოლოგია”, რ-იც შეიცავს ავტორის შეხედულებას რუსთაველის წარმოდგენაზე სამყაროს აგებულების შესახებ.