თევზაძე გურამ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ბ თევზაძე.png

თევზაძე გურამ ბენიამინის ძე (დ. 30.I.1932, თბილისი), ფილოსოფოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.კორ. 1988), ფილოს. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1970). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყბის აკად.მდივანი (1993იდან), აკად. ვიცეპრეზიდენტი (2001–13). დაამთავრა თსუის ფილოს. ფაკტი (1954). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ს. წერეთლის სახ. ფილოს. ინტის მეცნ. თანამშრომელი (1957–66), ამავე ინტის ფილოს. ისტორიის განყბის გამგე (1966–70), თსუ-ის ფილოს. ისტ. კათედრის გამგე (1971-იდან). ჟურნ. `გეორგიკის” (1979-იდან) და `რელიგიის” (1992-იდან) რედკოლეგიის წევრი. ავტორია სახელმძღვანელოებისა ფილოს. ისტორიაში. ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც (ი. კანტი, გ. ჰეგელი, მ. ჰაიდეგერი, ნ. ჰარტმანი). თის კვლევის ძირითადი მიმართულებებია ქართ. ფილოს. ისტორია, კლასიკური გერმ. ფილოსოფია და მისი გავლენა მსოფლიო კულტურაზე. თმ ქართ. ფილოსოფიაში დააყენა კაპადოკიური რენესანსის პრობლემა, ანალოგიისა და ადამიანის დანიშნულების პრობლემები იოანე პეტრიწთან. ახლებურად გაიაზრა სისტემის, როგორც ორგანიზმის საკითხი კანტის ფილოსოფიაში; განსაზღვრა ი. ა. შადის ადგილი გერმ. კლასიკაში; წამოაყენა გერმ. ნეოკანტიანელობის ახ. განმარტება, ასევე ირაციონალიზმის, როგორც გონების თვითკრიტიკის, პრობლემა. თ. მონაწილეობდა ი. კანტის III, V, VII საერთაშ. კონგრესების მუშაობაში. კითხულობდა სპეცკურსს `კანტის წმინდა გონების კრიტიკაზე” მოსკოვის სახელმწ. უნტში (1981), ასევე ლექციების კურსს (ი. კანტი, გ. ჰეგელი, ნ. ჰარტმანი) ქ. ჩანჩუნის (ჩინეთი) უნტში (1990). ხელმძღვანელობდა ფილოს. საზაფხულო სკოლას ქ. ვილნიუსში (1986). იყო ჟურნ. `Философский поиск” (ქ. ვიტებსკის სახელმწ. უნტი) საერთაშ. სარედაქციო საბჭოს წევრი (1996). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1998) და ღირსების ორდენით (2002). თხზ.: გერმანული ნეოკანტიანობის შემეცნების თეორია, თბ., 1963; ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბ., 1967; იმანუელ კანტი, თბ., 1974; ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995; შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 2002; აღორძინების ეპოქის ფილოსოფია, თბ., 2008; ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 1–2, თბ., 2009–12; Иммануил Кант. Проблемы теоретической философии, Тб., 1979.