თევზაძე დავით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე დავით გიორგის ძე (17. III. 1918, სამტრედია, – 15.XI. 2006, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1976). 1936–40 სწავლობდა თეატრ. ინტ-ში; 1944 დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედ. ინტი. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, 1958–2004 მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტრის ინტში. თ. იკვლევდა XX ს. ქართ. ლიტრისა და სალიტერატურო კრიტ. თეორიისა და ისტ. საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: `თანამედროვეობა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში” (1964), `კრიტიკის ბუნება” (1978), `კონსტანტინე გამსახურდია და თანამედროვეობა” (1996), `ვასილ წერეთელი” (1998), `ქართული სიმბოლიზმი – პრო ეტ ცონტრა” (2002) და სხვ. თარგმნა ლოპე დე ვეგას კომედია `შეყვარებული ასული” (1948). იყო არაერთი პრემიის და ჯილდოს მფლობელი, მ.შ. ი. ჭავჭავაძის სახ. ლიტ. პრემიისა (1999).